კომპანია Cisco-ს აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯონ ჩემბერსი RSA-ს კონფერენციაზე (2009 წლის 22 აპრილი, სან-ფრანცისკო, ა.შ.შ; Justin Sullivan / Getty Images-ის ფოტო).

კომპანია Cisco-მ მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა.

ქსელური მოწყობილობების ცნობილი მწარმოებლის შემოსავალი 19,2%-ით გაიზარდა და $10,75 მლრდ-ს მიაღწია.

ასევე 8%-ით გაიზარდა კომპანიის სუფთა მოგება: თუ ერთი წლით ადრე Cisco-ს სუფთა მოგება არ აღემატებოდა $1,8 მლრდ-ს (30 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი) დღეისათვის ეს მაჩვენებელი 1,9 მლრდ-მდე გაიზარდა (34 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი).

მარშრუტიზატორების გაყიდვა, წლიური გამოთვლებით, 13%-ით გაიზარდა, ხოლო კომუნიკატორების — მეოთხედით.

თუმცა კომპანია Cisco-მ დიდი ზარალი განიცადა კორპორაციულ სეგმენტში. კონტრაქტების მოცულობა, სახელმწიფო სტრუქტურებთან, წლიური გამოთვლებით, 25%-ით შემცირდა, ხოლო კვარტალური გამოთვლებით — 48%-ით. საკაბელო ოპერატორების მოთხოვნა, ერთი წლის განმავლობაში, 35%-ით შემცირდა.

წყარო Cisco.