ჩინეთის ნაციონალურ სუპერკომპიუტერულ ცენტრში მუშაობა დაიწყო ყველაზე მძლავრმა სუპერკომპიუტერმა მსოფლიოში – სისტემა Tianbe-1A.

როგორც Linpack ტესტმა აჩვენა სუპერკომპიუტერი მუშაობს 2,6 პეტაფლოპზე (კვადრილიონი ოპერაცია მცურავი მძიმით წამში) შედარებისათვის: ყველაზე მძლავრი სუპერკიმპიუტერის მწარმოებლურობა ა.შ.შ-ში ოუკრიჯის ნაციონალურ ლაბორატორიაში, შეადგენს 1,76 ტერაფლოპს.

სისტემა Tianbe-1A შექმნა ჩინეთის თავდაცვითი  ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (NUDT). სისტემა აგებულია 14 336 Intel Xeon სერვერული პროცესორებითა და 7 168 nVidia Tesla M2050 ვიდეო ადაპტერებით. ასე რომ Tianbe-1A იყენებს ჰიბრიდულ CPU+GPU ტექნოლოგიას.

გამოთვლითი კომპლექსის ენერგომოხმარება 4,04 მეგავატს შეადგენს. როგორც შემქმნელები ამბობენ ეს სამჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე დასჭირდება 2.5 პეტაფლოპიან სისტემას მხოლოდ CPU ტექნლოგიის გამოყენებისას.

სუპერკომპიუტერი Tianbe-1A გამოყენებული იქნება რთული მეცნიერული გამოთვლებისათვის და კომპლექსური მოდელირებისათვის.

მომზადებულია  nVidia-ს მასალებით.