შესაძლოა 3 ნოემბერს, სოციალურმა ქსელმა  Facebook-მა, რომელმაც გააგზავნა მოსაწვევები “მობილური თემატიკის” ღონისძიებაზე, რომელიც ჩატარდება პალო-ალტოს შტაბ-ბინაში (კალიფორნია, აშშ), წარმოადგინოს საკუთარი კომუნიკატორები.

ჭორების თანახმად, Facebook ამზადებს კომპანია INQ Mobile-თან ერთად ორ სმარტფონს, რომელიც პასუხს აგებს მომავალი სიახლეების აპარატულ შემადგენლობაზე. სავარაუდოდ მოწყობილობას ექნება სენსორული დისპლეი, ხოლო ერთ-ერთი მათგანი მიიღებს QWERTY-კლავიატურას. პროგრამულ პლატფორმად არჩეულია Google Android-ის ოპერაციული სისტემა.

არავინ არ იცის, ატარებს თუ არა კომუნიკატორი ბრენდად Facebook-ს, თუ კომპანია შემოიფარგლება გაჯეტის პროგრამული ნაწილში თავისი მომსახურების ინტეგრაციით.

თვითონ Facebook-ში სიტუაციზე კომენტარს არ აკეთებენ. ადრე ქსელის წარმომადგენელმა ჯეიმ შოფლინმა (Jaime Schopflin) განაცხადა, რომ Facebook  “დაინტერესებულია ქსელური აპარატების ინტერფეისში მისი სერვისების ინტეგრაციით”, თუმცა ბაზარზე საკუთარი მოდელების გამოტანას არ ფიქრობს.

გამოყენებულია Engadget-ის მასალები.