Samsung Galaxy 2 – შესაძლოა თებერვალში გამოვიდეს

Hardware Samsung

ქსელში გამოჩნდა წინასწარი ინფორმაცია Galaxy 2 სმარტფონის შესახებ, რომელსაც ძალიან მალე გამოუშვებს სამხრეთ კორეული კომპანია Samsung.

როგორც ელდარ მურტაზინის Mobile Research Group იტყობინება, სმარტფონი აღჭურვილია ორბირთვიანი პროცესორით. ზუსტად ცნობილი არ არის მაგრამ სმარტფონში შესაძლოა გამოყენებული იქნეს ახალი ARM Cortex A9 ჩიპი Orion 1 გიგაჰერცი სიხშირით. ჩიპს შეუძლია აპარატულად გამოთვალოს HD ვიდეოს  კოდირება/დეკოდირება და გრაფიკული აქსელერაცია. Orion-ის ორივე ბირთვის აქვს 32 კბ მონაცემების ქეში და იმდენივე ბრძანებებისთვის; ამის გარდა გათვალისწინებულია მეორე დონის 1 მეგაბაიტიანი ქეში.

Galaxy 2 აღჭურვილი იქნება 4,5 დიუმიანი სენსორული პანელით. პროგრამული პლატფორმა შესაძლოა იქნეს Google Android 3.2.

სმარტფონის გამოშვების თარიღი ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ მოსალოდნელია რომ ის თებერვალში იქნება წარმოდგენილი.

გამოყენებულია Electronista-სა და Softpedia-ს მასალები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.