Gran Turismo 5 გაგზავნილია დასაბეჭდად

Games

როგორც იქნა, სარბოლო სიმულატორი Gran Turismo 5 მზადაა, იუწყება იაპონური სტუდია Polyphony Digital.

«დედანი მზად არის, ხოლო ქარხანაში უკვე იბეჭდება პირველი პარტია», — განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა კაზუნორი იამაუჩიმ (Kazunori Yamauchi).

გამომცემლობა Sony Computer Entertainment-იც (SCE) აზუსტებს თამაშის დასრულებას და აცხადებს, რომ თამაში შობამდე (25 დეკემბერი) მზად იქნება. თუმცა რამდენიმე საიმედო წყაროს თუ დავეყრდნობით, თამაშის ტირაჟი იმხელაა, რომ გეიმერებს 2011 წლის დასაწყისამდე მოუწევთ ლოდინი. ასე რომ, Gran Turismo 5-ის რელიზის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია: ყველაფერი დამოკიდებულია წარმოების სიმძლავრეზე.

თამაში «ცნობს» მხოლოდ ერთ პლატფორმას — PlayStation 3. რბოლების მოყვარულთა საყურადღებოდ: თამაშში არის ასობით ავტომობილი, ათობით ტრეკი, «ზუსტი ფიზიკა» და სხვა მრავალი კომპონენტი, რაც აუცილებელია მსგავსი პროექტებისთვის.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=oXtbXy5vO70

თამაშის სქრინშოთები:

წყარო Eurogamer.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.