14,1 დიუმიანი პლანშეტი Kno სტუდენტებისათვის

Hardware

კალიფორნიულმა (სანტა-კლარა, ა.შ.შ) კომპანია Kno Inc.-მა ივნისში დააანონსა პლანშეტური კომპიუტერი ორი დისპლეით სტუდენტებისათვის ( შემქმნელები თავიანთ ქმნილებას “ელექტრონულ სასწავლებელს” უწოდებენ), მათი თქმით ორი მოდიფიკაციით მოწყობილობის გაყიდვები დაიწყება წლის ბოლოს.

Kno-მ, რომელიც ფინანსდება კომპანია Andreessen Horowitz-ის მიერ, განაცხადა, რომ 14,1 დიუმიანი (35,8- სანტიმეტრი) ერთეკრანიანი პლანშეტი ეღირება $599.

ორეკრანიანი პლანშეტის ფასი კი $899 იქნება ( ზაფხულის დასაწყისში ვებ წყაროების იუწყებოდნენ რომ ის ეღირებოდა არაუმეტეს ათასისა). მწარმოებელი გამოყოფს გარკვეული რაოდენობის გაჯეტებს წინასწარი შეკვეთებისათვის, წლის ბოლომდე.

ორივე პროდიქტი, ერთ ეკრანიანიც და ორიანიც დატესტილი იქნა სტუდენტების მიერ და ძალიან კარგი გამოხმაურება ჰპოვა.

Kno-ის  ( რაც არის “knowledge”-ის შემოკლება) დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ოსმან რაშიდის თქმით, გაჯეტის ფასი სულ მცირე ნაწილია იმისა, რაც სტუდენტებს უჯდებათ სწავლა მთლიანობაში. “თუ თქვენ ყველაფერს დაითვლით მიხცდებით რომ მისი ფასი მისი თვითღირებულების ტოლია”, — დააზუსტა ბატონმა რაშიდმა. ელექტონული წიგნები Kno-ში გაიყიდება ბევრად უფრო იაფად: 30-დან 50%-მდე ფასდაკლებით, აზუსტებენ დეველოპერები. კომპანია გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულებები რამდენიმეგამოცემასთან მათ შორის Cengage, McGraw Hill, Pearson, Macmillan, Bedford, Freeman & Worth, Holtzbrinck, BarCharts Publishing, Kaplan, Random House და University Presses.

Kno-ის ოფიციალური ვიდეო:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=uL-2Egqc1qc

” არაკომერციული ასოციაცია College Board-ის ახლახანს ჩატარებული კვლევების მიხედვით, საშუალოსტატისტიკური სტუდენტი წელიწადში წიგნებზე და საჭირო ხელსაწყოებზე ხარჯავს 1 100 დოლარს, — აღნიშნა Kno-ის თანამფლობელმა ბაბურ ჰაბიბმა. — სტუდენტებისათვის ჩვენი გაჯეტის შეთავაზებით, ამ თანხას მნიშვნელოვნად შევამცირებთ”. Kno-ს გააჩნია დიაგონალში დღეისათვის თითქმის რეკორდული ზომის ეკრანი; ის არა მხოლოდ ფერადი რიდერია, რომელშიც е-ნაწარმოებების ცალკეულად დაყოფაა შესაძლებელი, არამედ სრულყოფილი სამუშაო რვეულიცაა, რომელიც გვაძლევს ჩანიშვნის საშულებას ( ელექტრონული კალმის მეშვეობით), ანუ ის გვაძლევს სრულყოფილად მეცადინეობის საშუალებას და რაღათქმაუნდა ბრაუზერი ინტერნეტში სამუშაოდ.

სიახლეების ტექნიკური მონაცემები შემდეგია:

“მულტიტაჩ” ეკრანს აქვს 1,38 სმ სისქე, შუქდიოდური განათება, ხოლო მისი გაფართოება შეადგენს 1440×900. მოწყობილობა გააჩნია nVidia Terga T200-ის აპარატულ პლატფორმა  ორბირთვიანი ARM Cortex-A9 პროცესორი ( 1გჰც), 512 მბ RAM, ჩაშენებული ფლეშ მეხსიერება 16 ან 32 გბ ( ერთი ან ორი ეკრანიანისთვის შესაბამისად). MicroUSB- პორტი, 3,5 მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენებისათვის, მიკროფონი რომელიც აღჭურვილია აქტიური ხმის ჩამხშობით, WiFi (IEEE 802.11 b/g), Bluetooth 2.0 + EDR, აქსელერომეტრი და  განათების სენსორი. ლითიუმ-პოლიმეტრული ელემენტი (50,6 ვტ/ს) იძლევა ექვსი საათი განუწყვეტლივ მუშაობის საშუალებას. AAC-LC, ACC, MP3, WMA 10, PCM/WAV-ის აუდიო მხარდაჭერა; ვიდეო — H.264, WMV9/VC-1, MPEG-4, DiVX; გრაფიკა — JPEG. პლანშეტს შეუძლია Adobe Flash-თან მუშაობა. ყველა ერთ დისპლეიანი მოდელების წონაა 1,2 კგ, ორდისპლეიანის 2,5 კგ.

Kno, რომელიც დაარსდა 2009 წელს, წინა წლის სექტემბერში დააფინანსა Andreessen Horowitz-მა 46 მლრდ დოლარით.

შედარებისათვის შეგახსენებთ, რომ არსებული Apple iPad-ს მხოლოდ 9,7 დიუმიანი ეკრანი აქვს და ამერიკაში ღირს 499 დოლარიდან 829 დოლარამდე. არჩევანი კი თქვენზეა.

დარშანი საუბრობს Kno-ს შესახებ:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=iZwAoQUcHpU

httpvhd://www.youtube.com/watch?v=i7CJzkLzFfs

გამოყენებულია ფრანს პრესის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.