შექმნილია მიკროსკოპი, რომელითაც შეიძლება მოლეკულის დანახვა და გაზომვა

Science

აიოვას შტატის უნივერსიტეტში (ა.შ.შ) შექმნეს მიკროსკოპი, რომელიც ბიოლოგებს მისცემს ცოცხალი ორგანიზმების მოლეკულებად შესწავლის საშუალებას.

წარმოიდგინეთ: უჯრედების ზედაპირზე არის ცილები, რომლებსაც ქვია კადჰერინი (მოკლედ ეს არის Ca2+ გლიკოპროტეინი რომელიც არის უჯრედშორის კონტაქტებში). ისინი აძლევენ უჯრედებს იმის საშუალებას რომ იყვნენ ერთად. ყველა ტიპის უჯრედს თავისი კადჰერინი აქვს.

ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც მეცნიერები აკვირდებიან და ზომავენ ამ ცილებს, ერთდროულად ათიათასობით მოლეკულის დანახვის საშუალებას გვაძლევენ. შედეგად შეგვიძლია მივიღოთ მხოლოდ საშუალო მონაცემები ყველა კადჰერინისათვის, რომელიც მოხვდება ფოკუსში, მაგრამ ამას ვერ შევძლებდით თითოეულისათვის.

“კვლევის ეს დარგი ძალიან დამოკიდებულია ტექნიკაზე. თუ გინდა რაიმე ახლის აღმოჩენა, ჯერ გამოიგონე ახალი აღჭურვილობა”, — ხსნის შემქმნელთა ჯგუფის ხელმძღვანელი სანდჯეევი სივასანკარი.

რევოლუციურ მოწყობილობაში გაერთიანებულია ორი ტექნოლოგია, რომლებიც დღევანდელ დღემდე გამოიყენებოდა ცალ-ცალკე: ატომურ-ძალისმიერი მიკროსკოპის კონცეპტი, რომელსაც შეუძლია მოლეკულების მანუპულირება და ძალის გაზომვა, და ფლუორესცენციის ენერგიის რეზონანსული გადატანა, რომელიც იძლევა მოლეკულების დანახვის საშუალებას მაღალი გაფართოებით. “მიდგომების ცალ-ცალკე გამოყენება იგივეა რაც თვალების გამოყენება ხელების გარეშე ან პირიქით, ხელების თვალების გარეშე” აღნიშნავს ბატონი სივასანკარი.

მიკროსკოპმა უნდა მისცეს საკმაოდ დიდი ბიძგი ბიოსამედიცინო კვლევებს, წამლების შემუშავებაში, კიბოს დიაგნოსტიკისას და ბიომგრძნობიარე მოწყობილობების შექმნისათვის. დღესდღეობით ის გამოიყენება დ.ნ.მ-ის და კადჰერინების შესასწავლად, ასევე ნახევრადგამტარი ნანოკრისტალების შესასწავლად, იმის მიუხედავად, რომ მოწყობილობა ჯერ კიდევ პროტოტიპია.

გამოყენებულია აიოვას შტატის უნივერსიტეტის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.