მრგვალი ვარსკვლავური გროვების წარმოქმნისათვის ბნელი მატერია საჭირო არ არის

Science

ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის და პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ განხორციელებულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ მრგვალი ვარსკვლავების გროვების წარმოქმნა შეიძლება მიმდინარეობდეს ბნელი მატერიის მონაწილეობის გარეშე.

მოდელირებისას ავტორები იყენებდნენ NGC 2419-ის და MGC1-ის დაკვირვებისაგან მიღებულ მონაცემებს. პირველი მათგანი მდებარეობს ირმის ნახტომის ცენტრიდან 30 000 სინათლის წელიწადის მანძილზე, ხოლო მეორე — 65 000 სინათლის წელიწადის მანძილზე მეზობელი გალაქტიკა ანდრომედადან. იქიდან გამომდინარე რომ ვარსკვლავთა გროვა მდებარეობს პერიფერიაში, მათ გარშემო ბნელი მატერიის მნათი წრე, თუ ის როდესმე არსებობდა, აქამდე უნდა შენარჩუნებულიყო.

ბნელი მატერიის არსებობა გავლენას ახდენს ვარსკვლავების განლაგების სივიწროვეზე: გროვები, რომლებსაც არ აქვს ბნელი წრე გარშემო, დროთა განმავლობაში კარგავენ მნათს, რომლებიც განლაგებულნი არიან საზღვრებზე. როგორც გაარკვიეს ასტროფოზიკოსებმა, სწორედ ეს ხდება NGC 2419 და MGC1-ის შემთხვევაში.

აქიდან გამომდინარეობს, რომ ამ ორმა გროვამ შეძლეს ბნელი მატერიის გარეშე წარმოქმნა. კვლევების ერთ-ერთი მონაწილის ჩარლს კონროის (Charles Conroy) აზრით, NGC 2419-ის და MGC1-ის ფორმირებას ხელი შეუწყო გაზის შეკუმშვამ, რაც მოხდა ახალგაზრდა გალაქტიკების ურთიერთქმედებისას.

აღსანიშნავია ასევე, რომ ბნელი მატერიისგან შემდგარი მნათი წრე შეიძლება ყოფილიყო აუცილებელი ზოგიერთი მასიური გროვების შექმნისთვის. ობიექტთა ამ ჯგუფში შედის შემდეგი გროვები: M54,M22ომეგა-ცენტაურიNGC 1851 და Mayall II.

გამოყენებულია ScienceNOW-ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.