კომპანია Samsung-მა დააანონსა გუგლფონი SCH-I440 Continuum, რომლის შესახებაც ინფორმაცია გამოჩნდა ოქტომბრის დასაწყისში. აღსანიშნავია, რომ სიახლეს გააჩნია ორი სენსორული დისპლეი, რომლებიც შესრულებულია Super AMOLED ტექნილოგიით; ზედა მატრიცის წერტილოვანი გარჩევადობა შეადგენს 480×800, ხოლო ქვედა –– 400×96. ეკრანების დიაგონალი –– 3,4 და 1,8 დიუმი შესაბამისად.

დამატებითი დისპლეი განკუთვნილია დროის, საათის, ამინდის და ასევე სოციალურ სერვისებში (FacebookTwitter და ა.შ.) განახლებების შესახებ ინფორმაციის საჩვენებლად.

მაგალითად, თუ მომხარებელს მოუვა ახალი სმს-ი, მის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდება ქვედა დისპლეიზე. თუ თქვენ აიღებთ Continuum-ს მაგიდიდან ან უბრალოდ შეეხებით მის კორპუსს ქვედა ნაწილზე, კვლავ გააქტიურდება პატარა დისპელი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის გადმოცემას განახლებების შესახებ. შემოსული შეტყობინების ან წერილის წასაკითად საჭიროა შეხება შესაბამის გამოსახულებაზე, რომლის შემდეგაც ჩაირთვება მთავარი ეკრანი.

Samsung SCH-I440 Continuum აქვს 5-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით, შუქდიოდური გაელვებით და HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქცით 720p ფორმტაში, ასევე 384 მბ RAM, MicroSD/MicroSDHC ფორმატის ფლეშ-ბარათის სლოტი (კომპლექტში შევა 8 გბ ბარათი), Bluetooth 3.0 მოდული, Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n), GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები, 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენის შესაერთებლად და ასევე მედიაპლეერი DivX და Xvid კოდეკების მხარდაჭერით.

სმარტფონი ფუნქციონირებს Android 2.1-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, ხოლო მისი პროცესორი — Samsung Hummingbird. მოდელი განკუთვნილია CDMA EV-DO Rev. A-ს ფიჭური ქსელების იპერატორიებისთვის. სიახლეს აშშ-ში გაავრცელებს ფიჭური ოპერატორი Verizon Wireless: მოდელის გაყიდვაში გამოსვლა დაიწყო 2010 წლის 11 ნოემბრიდან, ხოლო მისი ღირებულება შეადგენს $200 (ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხევაში).

გამოყენებულია Samsung-ის მასალები.