დიდ ადრონულ კოლაიდერზე იწყება ექსპერიმენტი ტყვიის იონებზე

Science

CERN-ის თანამშრომელს დეფლერ კუხლერს (Detlef Kuchler) უჭირავს ტყვიის ნიმუში, რომელიც გამოიყენება მძიმე იონების მისაღებად. ( M. Brice-ის ფოტო/CERN .)

ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN) თანამშრომლები უახლოეს მომავალში შეუდგებიან ექსპერიმენტებს ტყვიის იონებზე, რომლებიც დაიკავებენ პროტონების ადგილს დიდ ადრონულ კოლაიდერზე.

პროტონების გროვის მოცემულ ენერგიის მიღწევა — 3,5 ტევ (ტერაელექტროვოლტი) — CERN-ის სპეციალისტებმა შეძლეს წინა წლის მარტში; უკვე ორი კვირის შემდეგ ჩატარდა პირველი შეჯახებები. ენერგია მას მერე არ გაუზრდიათ, ხოლო 2010 წლისათვის მათი მთავარი მიზანი კოლაიდერის ნათების (ნათება კოლაიდერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რაც უფრო მეტია ნათება კოლაიდერში მით უფრო ხშირად ეჯახებიან ნაწილაკები ერთმანეთს) გაზრდაა მაჩვენებლამდე 1032 სმ-2•с-1 . ასეთი მაჩვენებელი ფიზიკოსებმა 13 ოქტომბერს მიიღეს.

პროტონების შეჯახების პროგრამა დამთავრდა გუშინ და ამ მომენტისათვის ნათება მინიშნებულ მაჩვენებელზე ორჯერ მეტად გაიზარდა. შეგახსენებთ: წინა თვეების განმავლობაში შეგროვებული მონაცემებით, მეცნიერებმა შეავიწროვეს “აღგზნებული” კვარკების დიაპაზონი და აღმოაჩინეს მოულოდნელი კორელაციური ეფექტი, მსგავსი იმისა, რაც ადრე შეიმჩნეოდა მძიმე იონების რელატივისტურ კოლაიდერზე.

“ჩვენ საკმაოდ ზუსტად შევაფასეთ ჩვენი შესაძლებლობები და მივაღწიეთ კიდევაც სასურველს, — ამბობს CERN-ის გენერალური გენერალური დირექტორი როლფ-დიტერ ჰოიერი (Rolf-Dieter Heuer). — ესგვაძლევს იმის იმედს, რომ მამავალი წლის გეგმებიც წარმატებით შესრულდება.

2010 წლის დანარჩენ კვირებს ფიზიკოსები დაუთმობენ ტყვიის იონებზე ექსპერიმენტებს. მათი მიზანი გახდება კვარკ-გლუონური პლაზმის მიღები და მისი თვისებების შესწავლა, რაც ხსნის ძლიერი ურთიერთქმედების ბუნებას. “ჩვენ დავამყარებთ ნივთიერების ტემპერატურისა და სიმჭიდროვის ექსპერიმენტალურ რეკორდს”, — ამტკიცებს კოლაბორაცია ALICE-ის წარმომადგენელი დევიდ ევანსი (David Evans).

ცდები გაგრძელდება 6 დეკემბრამდე, რის შემდეგაც დიდ ანდრონულ კოლაიდერი გეგმის მიხედვით შეწყვეტს მუშაობას. ხოლო უკვე 2011 წლის თებერვალში მუშაობა გაგრძელდება: მეცნიერები ისევ დაუბრუნდებიან პროტონების შეჯახებას.

ტყვიის იონების შეჯახების მოდელირება. თეთრად ნაჩვენებია ადრონები, წითლით, ლურჯით და მწვანით — კვარკები:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=CbhYxHSSqFE

გამოყენებულია CERN-ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.