სტივ ჯობსი და მისი ქმნილება (2010 წლის იანვარი; პოლ საკუმის ფოტო, ასოშიეთედ პრესი).
Piper Jaffray-ის ანალიტიკოსების აზრით, Apple iOS-ისა და Google Android-ის პლანშეტური კომპიუტერების საბაზრო წილი 2012 წელს თითქმის გათანაბრდება.
მიმდინარე წელს, წინასწარი შეფასებებით, 14,5 მლნ პლანშეტური კომპიუტერი გაიყიდება მთელს მსოფლიოში. აქედან, დაახლოებით 90%-ს Apple iPad-ის სხვადასხვა მოდიფიკაცია იკავებს. iPad-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის Samsung Galaxy Tab-ის (OS Android) გაყიდვების მოცულობა, როგორც მოსალოდნელია, 1,5, მლნ ერთეულს გადააჭარბებს.
Piper Jaffray-ში მიაჩნიათ, რომ 2011 წელს iOS-ის წილი 53%-მდე შემცირდება, ხოლო Android-ის წილი 32,5%-მდე გაიზრდება. ერთი წლის შემდეგ კი, ეს მაჩვენებლები, სავარაუდოდ, გათანაბრდება, შესაბამისად 44 და 39%. თუმცა პლანშეტური კომპიუტერების გაყიდვების მოცულობა 70 მლნ-მდე გაიზრდება.
რაც შეეხება სხვა ოპერაციულ სისტემებს, კერძოდ Windows 7-ს, HP webOS-სა და RIM Playbook-ს, 2012 წლისათვის, მათი საერთო მოცულობა 17%-ს არ აღემატება.
წყარო: eWeek