გამოჩნდა ექშენ Bloodline Champions-ის ღია ბეტა ვერსია

Games

დღეს გამოჩნდა სახალხო ბეტა ვერსია Bloodline Champions-ის, Diablo-ის მსგავსი ექშენის, იტყობინება სტუდია Stunlock.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია თამაშის დატესტვა, მის საიტზე დარეგისტრირების და უფასო კლიენტის გადმოწერის შემდეგ. ტესტში მონაწილეობისათვის დეველოპერებო გვთავაზობენ სხვადასხვა ბონუსებს, თამაშში დამატებითი კონტენტის სახით. Bloodline Champions-ზე მუშაობით დაკავებულია Funcom. თუ ბეტა ტესტირებისას არ გამოჩნდება სერიოზული პრობლემები, თამაში 2011 წლის იანვარში გამოვა.

ნოემბერში დაანონსებული პროექტი მიძღვნილია “ძლევამოსილი გმირებისადმი”. შემზარავმა მაგიურმა კატაკლიზმამ დაარღვია სათუთი სამყარო რის შედეგადაც მცხოვრებთა იდეალური ცხოვრება დაირღვა… ამ თამაშში არ არის დონეების (“ლეველების” ამატება), გამოცდილება, ქვესთები და აღჭურვილობის შოვნა — არის უბრალოდ ორი ჯგუფი, რამდენიმე ქსელური რეჟიმი და დაუნდობელი შეტაკებები.

Bloodline Champions-ის თრეილერი:

http://www.youtube.com/watch?v=cgiQj5UzkXQ

გამოყენებულია Eurogamer-ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.