ფიზიკოსები ანტიწყალბადის გროვების მიღებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

Science

ASACUSA-ის ექსპერიმენტების მონაწილეებმა, რომელიც ტარდებოდა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN), დაასინთეზირეს ანტიწყალბადის პირველი ატომები ორიგინალური კონსტრუქციის ხაფანგით.

შეგახსენებთ, რომ კოლაბორაცია ALPHA-ის თანამშრომლებმა, რომლებიც ასევე CERN-ში ახორციელებენ ცდებს, სულ ცოტა ხნის წინ შეძლეს ხაფანგში ანტიწყალბადის ცალკეული ატომების მოქცევა, კონკრეტულად ანტიწყალბადის და პოზიტრონის. საუბარია დაფიქსირებულ 38 დაჭერის შემთხვევა შედარებით დიდი დროის განმავლობაში 172 მწ (მილიწამი).

ორივე ექსპერიმენტის ბოლო ეტაპი იქნება სპექტროსკოპიული გაზომვები. თუ მეცნიერები აღმოაჩენენ, რომ წყალბადის და ანტიწყალბადის ენერგეტიკული დონეები არ ემთხვევა, გამოჩნდება იმის დადასტურება, რომ ირღვევა ე.წ “CPT”-სიმეტრია.

ASACUSA-ში შემოთავაზებულია ალტერნატიული მეთოდიკის რეალიზება, რომელიც არ საჭიროებს ატომების შეკავებას. ანტიწყალბადის გროვა, მეცნიერების ჩანაფიქრით, საჭიროა, რომ მივმართოთ რეზონატორში, სადაც გამოკვლეული იქნება დონეებს შორის გადასვლა, რომელიც განპირობებულია ზეთხელი გახლეჩვით.

პირველ რიგში, რათქმაუნდა, ასეთი გროვა უნდა მიიღონ და ბოლოს ჩატარებულ ცდებში ფიზიკოსები ამ მიზნის გადაჭრას მიუახლოვდნენ. პოზიტრონების ღრუბელი მეცნიერებმა მოაქციეს ე.წ CUSP-მახეში, რომელიც წარმოიქმნა ორი მაგნიტური გორგოლაჭით და 17 რგოლის ელექტროდებით. სწორედ იქ გაუშვეს ანტიწყალბადების ღრუბელი, რის შემდეგდაც ანტიწყალბადის ნეიტრალურნმა ატომებმა შეძლეს გზის გაგრძელება მეორე ხაფანგისკენ. ამ შემთხვევაში ატომები არიან ზეაგზნებულ მდგომარეობაში, იონიზირდებიან და შედეგად ანტიპროტონები ექცევიან მახეში.

მეორე ხაფანგის “გახსნისას” ანტიპროტონები ნადგურდებიან და წარმოქმნიან პიონებს, რომლებიც რეგისტრირდება მის გარშემო დამონტაჟებული დეტექტორებით. აღნიშნული მოვლენების დათვლის შემდეგ, ავტორებმა გაარკვიეს, რომ მათი მოწყობილობა  გარდაქმნის 2 დან 7 პროცენტამდე შემოდინებულ ანტიპროტონებს.

ეხლა ფიზიკოსები მუშაობენ სპინ-პოლარუზებული ანტიწყალბადის გროვის მიღებაზე, რომლის გამოყენებაც უკვე შესაძლებელი იქნება “CPT”- ინვარიანტობისათვის.

ანგარიშის სრული ვერსია გამოქვეყნდება ჟურნალ Physical Review Letters-ში.

ანტიწყალბადის მახეში მოქცევის სიმულაცია:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=Mg79z9GM_dc

გამოყენებულია Physicsworld.Com-ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.