აღმოჩენილია სხვა სამყაროების არსებობის დამასაბუთებელი ფაქტორები

Science

მულტისამყარო ( Detlev Van Ravenswaay / Science Photo Library-ის ილუსტრაცია).

ფიზიკოსებმა ამერიკიდან და დიდი-ბრიტანეთიდან გააანალიზეს ექსპერიმენტალური მონაცემები, რომელიც მიღებულია თანამგზავრ WMAP-იდან და იპოვეს მულტისამყაროს კონცეფციის დადასტურება.

ის იდეა, რომ ჩვენთვის ცნობილი სამყარო არსებობს სხვა სამყაროებთან ერთად ახალი არ არის. მუდმივი ინფლაციის პოპულარული თეორია, რომელიც გამოითქვა წინა საუკუნის 80-იან წლებში ანდრეი ლინდეს მიერ, გვთავაზობს, რომ კვანტური ფლუკტუაციები, იმის მსგავსი, რამაც ხელი შეუღყო ჩვენი სამყაროს წარმოშობას, წარმოიქმნებიან თავისთავად და ნებისმიერი რაოდენობით. ისინი არიან ინფლაციური პროცესების საწყისი, რის შედეგადაც იბადებიან ახალი სამყაროები. იქ შეიძლება სხვა ფიზიკური კანონები მოქმედებს ( ან დადგენილია დედამიწაზე მიღებული ფუნდამენტური კონსტანტებისგან განსხვავებული) და სწორედ სხვადასხვა რეგიონების ქმნიან მულტისამყაროს.

თუ ასეთი რეგიონები როგორმე ურთიერთქმედებენ, ამის ნარჩენების აღმოჩენა შესაძლებელია მიკროტალღური ფონური გამოსხივებით, რადგან ის ადასტურებს სამყაროს ევოლუციის საწყის ეტაპს, რომლის ასაკიც შეადგენს სულ რაღაც 380 ათას წელს. ავტორებმა ტემპერატურის ანიზოტროპიის რელიქტური გამოსხივების ყველაზე ზუსტი რუკა გამოიყენეს რაზეც ხელი მიუწვდებოდათ, რომელიც შექმნილია WMAP-ის შვით წლიანი მუშაობის შედეგად.

ფიზიკოსებმა წინასწარ განსაზღვრეს ყველასათვის საერთო “ანაბეჭდები”, რის შემდეგაც საქმეში ჩაერთო სპეციალური მეძებარი ალგორითმი. მისი სამუშაოს შედეგი გახდა 4 აღმოჩენილი “ანაბეჭდი”.

რათქმაუნდა სხვა სამეცნიერო ჯგუფები ამ დასკვნების უარყოფას შეეცდებიან. სწორედ ასე მოხდა როჯერ პენროუზის ცოტა ხნის წინ გამოსვლის შემდეგაც, რომელმაც შეძლო იგივე WMAP-ის მეშვეობით შეძლო ციკლური კოსმოლოგიის მოდელის აღმოჩენა: დღეისათვის საიტ arXiv-ზე შესაძლებელია სამი ([1], [2], [3]) პრეპრინტის მოძებნა, რომელიც ამტკიცებს მის არაზუსტობას. ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რელიქტური გამოსხივებით მიღებული ინფორმაციის დიდი მასივი იძლევა საშუალებას მოვძებნოთ არაერთი არე სტატისტიკურად ნაკლებადსავარაუდო მახასიათებლებით, ხოლო თითიოეული სიახლის არსის ახსნა ძალიან ძნელია.

ავტორები ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდებიან და იმედი აქვთ, რომ სულ მალე შეძლებენ თავიანთი ნამუშევრის გადამოწმებას თანამგზავრ Planck-ის მეშვეობით, რომელიც WMAP-ის საქმეს ასრულებს, ასევე მას აქვს მაღალი გარჩევადობა და მგრძნობელობა.

გამოყენებულია ScienceNOW-ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.