მეცნიერებმა შექმნეს ისტორიაში პირველი ეგზოჩონჩხი, რომელიც იმართება ტვინით

Science

სამეცნიერო მიღწევებში, იდეების ჩამოყალიბებაში ხშირად დიდ როლს სამეცნიერო ფანტასტიკა თამაშობს. საკმარისია გავიხსენოთ რამდენიმე მოწყობილობა, რომელიც აღწერილი იყო სამეცნიერო ფანტასტიკაში, მაგრამ დღესდღეობით უკვე რეალობაა. მეცნიერების მორიგი შედევრიც “ფანტასტიკის სფეროდანაა”, კონკრეტულად ვიდეოთამაშების სერია Crysis-იდან. ეს არის ეგზოჩონჩხი რომელიც იმართება აზრებით, გონების იმპულსებით.

გამოგონება ეკუთვნის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფს ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან. კვლევების დროს მეცნიერები ექსპერიმენტებს ატარებდნენ კომპიუტერის ინტერფეისით, რომელიც იმართებოდა ტვინის იმპულსებით. ამისათვის ისინი მაიმუნებს უერთებდნენ ელექტროდებს და ასწავლიდნენ კურსორის მართვას აზრების მეშვეობით. ელექტრონიკა კითხულობს ელექტრულ იმპულსებს და ახდენს კომპიუტერისათვის მის ინტერპრეტირებას ბრძანების სახით. გამოკვლევების პროცესში გამოჩნდა, რომ მაიმუნები ძალიან სწრაფად სწავლობენ მართვას, თუ ვირტუალური მოძრაობები ასოცირდება ცხოველის რეალურ მოძრაობებთან.

მეცნიერებმა შეძლეს ეგზოჩონჩხის პროტოტიპის შექმნა რომელიც აზრებით იმართება. ეხლა მხოლოდ ტექნოლოგიის ბოლომდე დამუშავება და ადამიანის გამოყენებისათვის ადაპტაციაა საჭირო.

1 thought on “მეცნიერებმა შექმნეს ისტორიაში პირველი ეგზოჩონჩხი, რომელიც იმართება ტვინით

  1. ჰმ.. რატომ მახსენდება კინო “სუროგატები” ნეტა, ა?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.