კომპანიამ წარმოადგინა ახალი ნამუშევარი, რომელიც იძლევა საშუალებას, ვნახოთ და შევისწავლოთ ადამიანის ანატომია დეტალებში, ეს ყველაფერი ჩვენი ვებ-ბრაუზერიდან. ასევე სამგანზომილებიანი გრაფიკით, დამატებითი პლაგინების Java ან Flash-ის გარეშე.

პროგრამა Google Body Browser დემონსტრირებული იქნა კონფერენცია WebGL Camp-ზე, რომელიც შედგა 14 დეკემბერს.

იმისათვის, რომ პროგრამამ იმუშაოს ბრაუზერს უნდა ჰქონდეს WebGL სტანდარტის მხარდაჭერა, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ Chrome, Firefox და Safari-ის ბოლო ვერსიებშია მხარდაჭერილი (დეტალურად იხილეთ აქ). დანარჩენი ვებ-ბრაუზერები ამ სტანდარტის მხარდაჭერას მიიღებენ შემდეგი წლიდან.

Google Body Browser-ის მეშვეობით ადამიანის სხეულის სხვადასხვა “დონეების” დანახვა, შესწავლაა შესაძლებელი — ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემა, ჩონჩხი, შინაგანი ორგანოები, მუსკულატურა — ამ ყველაფრის დანახვა ასევე სხვადასხვა კუთხეებიდანაა შესაძლებელი. იქვე მოცემული პანელის მეშვეობით შესაძლებელია იმის მოძებნა თუ სად მდებარეობს ესა თუ ის ორგანო.

თვითონ დეველოპერები ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ ამ ვირტუალურ “ანატომიურ თეატრზე”. თუმცა ქსელში უკვე გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელშიც დემონსტრირდება ახალი პროგრამის შესაძლებლობები:

გამოყენებულია Daily Mail-ის მასალები.