კომპანია LG Display-იმ შეიმუშავა სტერეოსკოპული დისპლეების დაზმადების ინოვაციური ტექნოლოგია, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელია იმ ხარვეზების მოშორება რაც აქვს თანამედროვე 3D-პანელებს.

აღნიშნულმა, მეთოდმა მიიღო FPR (Film-type Patterned Retarder) დასახელება. ის იყენებს ლენტებს ძვირად ღირებული შუშის სუბსტრატების მაგივრად. მწარმოებელი აღნიშნავს, რომ ამ ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელი იქნება ისეთი პრობლემების თავიდან აცილება, როგორიც არის: ციმციმი, ჯვარედინი ხარვეზები და ჩვეულებრივი 3D-ეკრანების დაბალი სიმკვეთრე.

გარდა ამისა, FPR-მეთოდი იძლევა პოლარიზაციის მარეგულრებლის კონსტრუქციის გაუმჯობესების საშუალებას.

LG Display იმედოვნებს, რომ შემოთავეზებულ ტექნოლოგიას მიიღებს ბევრი მსხვილი მწარმოებელი. სავარაუდოდ FPR-ტელევიზორები და მათ შორის Full HD ფორმატის მოდელებიც წარმოდგენილი იქნება შემდეგი წლიდან. იგეგმება 23 დიუმიანი პანელის გამოშვება.

გამოყენებულია Electronista-ს მასალები.