Opportunity-იმ მარსზე მზის ჩასვლა გადაიღო

Science

რობოტ Opportunity-ის მიერ გადმოცემული სურათებით, მეცნიერებმა შექმნეს პატარა ვიდეო, რომელშიც ჩანს მზის ჩასვლა და ფობოსის მიერ მზის დისკის გავლა.

პირველი ვიდეო აერთიანებს ამ წლის ოთხ და ხუთ ნოემბერს გადაღებულ ფოტოებს, რომელიც გადაღებულია “მარსმსვლელის” პანორამული კამერით. გადაღებისას გამოიყენებოდა სამი ფილტრი: ერთ-ერთი მათგანი განკუთვნილია მზის დაკვირვებისათვის, ხოლო დანარჩენი ორი გვაწვდიან ინფორმაციას ცის ფერზე. იმისათვის, რომ ვიდეო უფრო ერთიანი გამხდარიყო მეცნიერებმა დაამატეს რამდენიმე მოდელირებული კადრი.

ვიდეოს საბოლოო ვარიანტში 17 წუთიანი ჩასვლა შემოკლებულია 30 წამამდე. ფერები შეესაბამება ადამიანის შეგრძნებას, რომელიც იყურება მზის დამცავი სათვალეებით:

მეორე ვიდეოში, რომელიც გადაღებულია 9 ნოემბერს, Opportunity-ის მარსე მუშაობის 2 415 დღეს, ფობოსი 32 წამში გადის მზის დისკს. აქ “მზის ფილტრის” გარდა გამოყენებული იყო 440 და 750 ნმ-იანი ფინტრები:

უახლოეს მომავალში Opportunity გამოიკვლევს 90მ დიამეტრის კრატერს, რომელსაც ის მიუახლოვდა 16 დეკემბერს. ამის შემდეგ “მარსმსვლელი” გააგრძელებს 22 კილომეტრიანი კრატერი Endeavour-ის მიმართულებით მოძრაობას.

გამოყენებულია რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.