Motorola-ს აღმასრულებელი დირექტორი სანჯაი ჯა (Sanjay Jha).

გამოჩნდა ინფორმაცია Motorola-ს პლანშეტური კომპიუტერის შესახებ, რომელიც ნაჩვენები იყო D: Dive into Mobile-ის (6–7 დეკემბერი, სან-ფრანცისკო, აშშ) კონფერენციაზე.

აქამდე ცნობილი იყო, რომ  გაჯეტს ჰქონდა nVidia Tegra-ს აპარატული პლატფორმა ორბირთვიანი პროცესორით და Google Android-ის მესამე ვერსიის ოპერაციული სისტემა.

თუმცა, ეხლა ცნობილი გახდა, რომ პლანშეტს აქვს 10-დიუმიანი სენსორული დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 1280×800. პროცესორი ფუნქციონირებს ტაქტური სიხშირით 1 გჰც; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 512 მბ-ს, ხოლო ფლეშ-მოდულის მეხსიერება — 32 გბ.

პლანშეტის არსენალში — ორი კამერა (2 და 5 მეგაპიქსელიანი მატრიცით), Wi-Fi და Bluetooth კონტროლერები და ასევე 3G მოდული.

სიახლეს, სავარაუდოდ დებიუტი ექნება CES 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება ლას-ვეგაში (ნევადა, აშშ) 6-დან 9 იანვრამდე.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.