იაპონურმა ზონდმა “აკაცუკიმ” ვენერამდე მიაღწია

Science

იაპონურმა ორბიტალურმა ზონდმა “აკაცუკიმ” (“განთიადი”) დღეს მიაღწია ვენერამდე და მზადაა ჩვენი მეზობლის ორწლიანი შესწავლისათვის.

ეს პირველი იაპონური აპარატია, რომელიც სხვა პლანეტის ორბიტაზე გავიდა. 1998 წელს იაპონიამ სცადა მარსზე ზონდ “ნოსომის” (“იმედი”) გაგზავნა, მაგრამ ეს ცდა წარუმატებლად დამთავრდა.

ზონდი “აკაცუკი” გაუშვეს 20 მაისს, მისი მისიაა ვენერას ვულკანური აქტივობის მონიტორინგი და კლიმატურ მონაცემებზე ცნობების შეგროვება. ზონდმა ასევე უნდა გაარკვიოს ხდება თუ არა პლანეტაზე ჭექა-ქუხილები.

ივარაუდება, რომ აპარატი იმოძრავებს ელიპტიკურ ორბიტაზე 300 დან 80 ათას კილომეტრ სიმაღლეზე. ეს მას ვენერას ამინდზე საფუძვლიანი დაკვირვების საშუალებას მისცემს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამოხსნიან ერთ-ერთ საიდუმლოს, რომელიც დაკავშირებულია პლანეტაზე ინტენსიურ ზედაპრულ ქარებთან, რომლის სიჩქარეც სავარაუდოდ 100 მ/სთ-ს აღწევს.

იაპონია პირველი აზიური ქვეყანაა, რომელმაც მიიღო საკუთარი თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე; ეს მოხდა 1970 წელს. თუმცა ბოლო წლებში ის ჩინეთის ჩრდილში აღმოჩნდა, რომელმაც 2003 წელს უკვე ორჯერ გაუშვა ადამიანები კოსმოსში და ამით ის საფჭოთა კავშირის და ა.შ.შ-ის შემდეგ მესამე გახდა. ეხლა კი ყველაფერი იცვლება. ამ წელს პირველად კაცობრიობის ისტორიაში იაპონიამ შეძლო დედამიწაზე ასტეროიდების მტვრის ჩამოტანა.

გამოყენებულია ასოშიეითედ პრესის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.