მაკროსკოპიული მექანიკური ოსცილატორის კვანტური “ქცევის” გამოკვლევა ჟურნალ Science-ის მიერ დასახელდა 2010 წელს ყველაზე უფრო ღირებულად.

ამ სამუშაოს ავტორები არიან ფიზიკოსები სანტა-ბარბარაში კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, რომლებმაც თავიანთი ნამუშევარი გამოაქვეყნეს Nature-ში. მათი მიერ ამორჩეული მექანიკური სისტემა, მინიატურულ ტრამპლინს წააგავდა, რომლის ზომაცაა 30 მკმ, რომლის ცენტრშიც არის პიეზოელექტრული მასალის ფენა, ხოლო მის გვერდებზე ალუმინის ფენებია განთავსებული. კვანტური მექანიკის სპეციალისტებისათვის, რომლებიც მიჩვეულები არიან მოლეკულებთან,ატომებთან და ფოტონებთან მუშაობას, ასეთი რეზონატორი ძალიან დიდი ჩანდა.

იმისათვის, რომ მათ დაენახათ ეფექტი, მეცნიერებმა ოსცილატორი შეაერთეს ჩვეულებრიბ კვანტურ-მექანიკურ სისტემასთან, რომელსაც ქონდა ძირითადი და აგზნებული ენერგიის მდგომარეობები. შედარებით მაღალ ტემპერატურაზე ექსპერიმენტირებისას, მათ აჩვენეს რომ აქვთ კვანტების რხევითი მოძრაობის მართვის საშუალება. ამის გარდა მათ შეძლეს რეზონატორის მდგომარეობის სუპერპოზიციის შექმნა.

“ამით ფიზიკოსებმა აღნიშნეს კვანტური ეფექტები, ადამინის ხელით მიერ შექმნილ ობიექტზე დაკვირვებისას, — ამბობს ჟურნალ Science-ის რედაქტორი ედრიან ჩო (Adrian Cho). — ეს ნამდვილი გარღვევაა”.

ათი ყველაზე შესამჩნევი ნამუშევრების სიაში, რეიტინგული ჟურნალის აზრით, ასევე შევიდა ექიმების (გენეტიკოსების) სტატიაკრეიგ ვენტერის ინსტიტუტიდან, რომლებმაც შექმნეს ბაქტერია Mycoplasma mycoides სრული გენომი, ეს დნმ-ი მოათავსეს მონათესავე ორგანიზმის უჯრედში M. capricolum და მიიღეს M. mycoides-ის კლონი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ნეანდერტალის გენომის არასრული ვარიანტის პუბლიკაცია. ანალიზისათვის ძირითადი მასალა მეცნიერებმა ამოიღეს 38 300–44 400 წლის სამი ძვლიდან ამოიღეს, რომელიც აღმოჩენილია ვინდიის გამოქვაბულში, ხორვატიაში. მიმდევრობის მიღებული ვარიანტი გამოიყენება ნეანდერტალების თანამედროვე ადამიანთან შედარებისას.

ამის გარდა, ჟურნალის ექსპერტებმა აღნიშნეს პროგრესი შიდსთან ბრძოლაში, უჯრედების “გადაპროგრამირების” ახალი მეთოდი სინთეტიკური რნმ-ით და გენომის სეკვენირების უფრო სწრაფი და ეკენომიური მეთოდის შექმნა.

გამოყენებულია ამერიკის მეცნიერების განვითარების მხარდამჭერი ასოციაციის მასალები.