კორპორაცია IBM-მა განაცხადა მორიგი მიღწევის შესახებ მონაცემების შენახვის ტექნოლოგიის წარმოებაში — მისი სახელია RaceTrack Memory.

ეს სახელი მეხსიერებას შემთხვევით არ მიუღია: საქმე იმაშია, რომ ინფორმაციის ჩაწერისას ან წაკითხვისას პიტები თითქოს “დახტიან” ნანომავთულის გარშემო. RaceTrack-ის ტიპის მეხსიერების მუშაობის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მონაცემები იწერება მაგნიტური დომენების კედლებზე, რომლებიც გამტარში წარმოადგენენ საზღვრებს. მონაცემების ბიტების ობერირება შესაძლებელია ელექტრო იმპულსებით.

როგორც მოელიან, ტექნოლოგია მოახდენს გადატრიალებას მონაცემების შენახვის სფეროში. RaceTrack- მეხსიერებებს შეეძლებათ ასჯერ მეტი ინფორმაციის დატევა, თანამედროვე მოწყობილობებთან შედარებით, მას ასევე ექნება ენერგოდამოუკიდებლობა, სწრაფი მოქმედება, არ ექნება მოძრავი ნაწილები და ჭირდება ძალიან ცოტა ენერგია.

იუწყებიან, რომ IBM-ის მკვლევარებმა პირველად შეძლეს აჩქარების და შენელების დროის გაზომვა, ასევე მანძილის, რომელსაც მაგნიტური დომენის კედლები გადიან ელექტრული იმპულსის ზემოქმედების შემდეგ. ამ მექანიზმის ზუსტად გაგება აუცილებელია იმისათვის, რომ ზუსტად განლაგდეს ბიტები ჩამწერ და წამკითხველ მოწყობილობებთან.

მანამ, სანამ RaceTrack Memory გამოჩნდება ბაზარზე, IBM-ის მეცნიერებს კიდევ დიდი სამუშაოს შესრულება მოუწევთ.

IBM-ის მიღწევებზე უფრო დეტალურად წაკითხვა შესაძლებელია ჟურნალ Science-ში.

გამოყენებულია IBM-ის მასალები.