კოსმოსის ათვისებაში ახალი ერა დაიწყო!

Science

8 დეკემბერს შედგა მოვლენა, რომელსაც კოსმოსის ათვისება ახალ ეპოქაში გადაყავს: არასამთავრობო კომპანია Space Exploration Technologies-მა (SpaceX) წარმატებით გამოცადა კაფსულა (ხომალდი) Dragon, რომელიც ახლო მომავალში გამოიყენება ტვირთის და შესაძლებელია ადამიანების საერთაშორისო კოსმიურ სადგურში გადასაყვანად. შატლების ერა დასრულდა, “დრაკონების” ერა კი იწყება ?!

SpaceX დააარსა ცნობილმა ინტერნეტ-მეწარმემ ელონ მუსლკმა, სერვის PayPal-ის თანადამფუძნებემა (მან 2002 წელს იყიდა კორპორაცია eBay 1,5 მლრდ დოლარად). კომპანიამ შექმნა რაკეტა-მატარებელი Falcon 1 და Falcon 9. სწორედ “ფალკონ 9” გაიყვანს კაფსულა Dragon-ს ორბიტაზე.

სწორედ ისაა გუშინდელი და ალბათ გასული ათწლეულის გმირიც.

Falcon-ის პირველი ტესტები ჩატარდა ზაფხულში, 4 ივნისს რაკეტამ სტარტი აიღო მისა კანავერალიდან (ა.შ.შ) მხოლოდ მეორე ცდით: პირველი გადაიდო გაშვებამდე რამდენიმე წამით ადრე, ტექნიკური გარკვეული ტექნიკური გაუმართაობების გამო. მაშინ Falcon 9-მ კოსმოსში მხოლოდ Dragon-ის მაკეტი გაიტვანა.

ამჯერად სიტუაცია ბევრად უფრო სერიოზულად იყო: “მატარებელს” ორბიტაზე ნამდვილი ხომალდი Dragon-ის გაყვანა მოუწია, რომელიც იმის შემდეგ რაც დედამიწას რამდენიმეჯერ დაარტყა წრე დაეშვა წყნარ ოკეანეზე მითითებულ ადგილზე.

ყველაფერი დაგეგმილის მიხედვით მოხდა:

სტარტი შედგა 10:43-ზე დასავლური დროის სარტყელით (19:43 თბილისის დროით) მისა კანავერალიდან. დაახლოებით 300კმ სიმაღლეზე “დრაკონი” პრობლემების გარეშე მოშორდა რაკეტას და ორი წრე შემოუარა დედამიწას 27 ათასი კმ/სთ სიჩქარით. ამის შემდეგ ხომალდი შემოვიდა დედამიწის ატმოსფეროში და პარაშუტებით დაეშვა ოკეანეზე, მექსიკის ნაპირებიდან 800კმ-ში, სადაც მას ელოდებოდა გემი.

ფრენა გრძელდებოდა 3 საათი 19 წუთი და 52 წამი — გათვლილ დროზე 52 წამით მეტი.

ისტორიული გაშვების კომენტირებისას ბატონმა მასკმა აღნიშნა, რომ ის არ ელოდა ასეთ გამაოგნებელ წარმატებას. SpaceX გახდა პირველი კოსმიური კომპანია, რომელმაც შეძლო კოსმიური აპარატის გაგზავნა კოსმოსში და შემდეგ ყოველგვარი დაზიანების გარეშე მისი დაბრუნება დედამიწაზე. დღემდე მხოლოდ ხუთ სახელმწიფოს შეეძლო ამ ამოცანისათვის თავის გართმევა — იაპონია, ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი, ასევე ევროპული კოსმოსური სააგენტო.

შემდეგი წლის შემოდგომაზე SpaceX გეგმავს “დრაკონის” შემდეგ დემოგაშვებას, რომლის დროსაც ხომალდი უნდა მიუახლოვდეს საერთაშორისო კოსმიურ სადგურს.

NASA-მ უკვე გააფორმა კონტრაქტი SpaceX-თან საერთაშორისო კოსმიურ სადგურში გაფრენაზე: კომპანი მიიღებს 1,6 მილიარდს თორმეტ გაფრენაში. პირველ ჯერზე Dragon-ი კოსმოსში წაიღებს ტვირთს და საჭირო აპარატურას; სავარაუდოა რომ, მომავალში ხომალდი ასევე ერთ ჯერზე ექვსი ასტრონომის წაყვანას მოახერხებს.

კერძო კოსმიური გადამყვანი ესაჭიროება NASA-ს იმის გამო, რომ შეწყდა შატლების გაშვება. ტვირთის გადატანა საერთაშორისო კოსმიურ სადგურზე შეუძლიათ ევროპას იაპონიას და რუსეთს. ხალხის მხოლდო ჩინეთს და რუსეთს. SpaceX-ის მსგავსი კომპანიები დაახლოებით კიდევ ათია. მაგრამ SpaceX გახდა პირველი ვინც ეს შეძლო.

გამოყენებულია Space.ComNew York Times და CNET News-ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.