მიკროჩიპი განკურნავს ქრონიკულ ტკივილს

Science

ავსტრალიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ტკივილის სიგნალების “შეჩერება” ადამიანის ნერვულ სისტემაში.

ჩიპის მთავარ უპირატესობად ითვლება მისი კომპაქტურობა. ჩიპი შემუშავებულია ავსტრალიის კომუნიკაციების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ნაციონალურ ცენტრში (NICTA). თუ ანალოგიური მოწყობილობების ზომა ასანთის კოლოფის ზომისაა, ავსტრალიელების გამოგონების ზომა სულ რაღაც 1,22 მმ-ია.

მისი გარსი შედგება ორგანიზმისთვის უსაფრთხო პოლიმერული ბოჭკოებისაგან, ამიტომ მისი იმპლანტაცია შესაძლებელია ადამიანის ნერვულ სისტემასთან ძალიან ახლოს. თუ მაგალითად ჩიპს მოათავსებენ ზურგის ტვინთან, მას შეუძლია იმ ტკივილის სიგნალების ბლოკირება, რომლებიც მომდინარეობს ხერხემლიდან თავის ტვინისკენ. ეს ხდება იმ ელექტრული სიგნალების მეშვეობით, რომლებსაც გამოყოფს უმცირესი მავთულები, რომელიც მიერთებულია ნერვთან.მავთულის მუხტი შეადგენს 10 ვოლტს.

ჩიპი იმართება მინიატურული პროცესორით, რომელსაც აქვს ელემენტი, რომლის დატენვაც შესაძლებელია დისტანციურად.

ამ მოწყობილობას არამხოლოდ სახსრებში და ხერხემლის არეში შეუძლია ტკივილის მოხსნა, არამედ ადამიანს ეხმარება ნერვული სისტემის დაავადების განკურნვა — ისეთი, როგორიცაა შაკიკი ან ტურერის სინდრომი. ამის გარდა, მას შეუძლია პარკინსონის დაავადებისას ელექტრული გამოსხივების შეჩერება.

პროექტი, რომელზეც ორი წლის განმავლობაში მუშავდებოდა, ფინანსდებოდა ავსტრალიის ფედერალური და მუნიციპალური მთავრობის მიერ. უახლოეს მომავალში იგეგმება მოწყობილობის გაყიდვაში გაშვება.

“მშველელი” მიკროჩიპის დემორგოლი:

გამოყენებულია ZDNet-ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.