Time-მა ათი საუკეთესო თამაში დაასახელა

Games

წლის მიწურული — საუკეთესო პერიოდი დასკვნების გამოსატანად და «სამეულის», «ხუთეულისა» და «ათეულის» შესადგენად… თამაშების ინდუსტრიას გვერდი ვერ აუარა ისეთმა ჟურნალმაც კი, რომელიც ამ პროფილისგან ძალიან შორს დგას; საუბარია Time-ზე.

მისი აზრით წლის საუკეთესო თამაშია მაისში გამოსული ფსიქოლოგიური ექშენი Alan Wake. თამაში, რომელიც შექმნა ფინურმა Remedy-იმ, მოგვითხრობს მწერალზე, რომელიც გაცოცხლებული კოშმარების უცნაურ სამყაროში ხვდება. «ამ წელს ძალიან ბევრი თამაში იყო «М» რეიტინგით, თუმცა არცერთი არ ჰგავდა უფროსების მაგიდას ისე, როგორც Alan Wake», — გამოთქვა საკუთარი აზრი ზრდასრულმა ხალხმა Time-დან.

მეორეზე გასვლა სტუდია Rovio-ს კაზუალურმა არკადმა Angry Birds-მა მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ხელმისაწვდომია მხოლოდ მობილური მოწყობილობების მფლობელთათვის (iOS, Android, Symbian^3) და მისი ფასი 99 ცენტია, თამაშმა $50 მლნ-ის გამომუშავება მოახერხა. მხოლოდ ამის გამო მეორე?..

«ბრინჯაო» Red Dead Redemption-ს (Rockstar Games) გადაეცა. ვირტუალური ვესტერნი, სადაც გმირის მთავარი მიზანი არც ბანკების ძარცვაა და არც მატარებლების აფეთქება, არამედ ჯონ მარსტონი ზომბების არმიისგან ველური დასავლეთის გაწმენდას ცდილობს. Rockstar-მა გააკეთა ის, რაც ჯერ არავის გაუკეთებია… თქვენ გჯერათ ამის?

მეოთხეზე Bungie-ის «თავბრუდამხვევი» Xbox-შუთერი Halo: Reach გავიდა. უცხოპლანეტელები, ომი, ბლასტერი — აი მთელი თამაში. ხუთეულს Nintendo-ს ქმნილება, Super Mario Galaxy 2 ხურავს. ქმნილება? Time-ში ესე მიაჩნიათ.

აი, შემდეგ კი მოდის ღირსეული თამაშები: Limbo (მეექვსე ადგილი) და Super Meat Boy (მეშვიდე). პირველი მოგვითხრობს ბიჭზე, რომელიც იმქვეყნიურ სამყაროში, ლიმბში მოხვდება, ხოლო მეორე, ო, მეორე საკუთარი შეყვარებულის გადამრჩენ «ხორცის კუბზე», რომელიც ძალიან ჰგავს გუფთას. შეგახსენებთ, რომ Super Meat Boy უკანასკნელი წლების «ყველაზე სასტიკი მეომარია», რომელიც ოთხმოცდაათიანების კლასიკურ არკადას გვახსენებს.

Super Street Fighter IV (Capcom) «წლის საუკეთესო ფაითინგად» დასახელადა და მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

ვერ ავცდით მოულოდნელობასაც (ადგილობრივი კრიტერიუმებიდან გამომდინარე): რეალური დროის სტრატეგია Starcraft II ბოლოს წინა ადგილზეა! შოკში ხართ? ჩვენც: Blizzard-მა მიმდინარე წლის ივლისში გამოუშვა ლეგენდარული თამაშის გაგრძელება, რომელიც პირველად 12 წლის წინ გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მხოლოდ PC-თვის დაიწერა წლის ყველაზე გაყიდვადი თამაში გახდა.

Time-ის ათეულის ბოლო ადგილზე კომპანია BioWare-ის საუკეთესო ექშენი Mass Effect 2 გავიდა. კაპიტანი შეპარდი და მისი ჯგუფი მოგზაურობს მთელს გალაქტიკაში, რათა შეაჩეროს დედამიწის სრული განადგურება. ღირს კი ეს ამად…

წყარო: Time

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.