იაპონიაში შექმნეს ტორნადოს იმიტატორი

Science

2007 წლის 10 მაისი ქალაქი გრინსბურგი (კანზასი ა.შ.შ) F5 კატეგორიის ტორნადოს შემდეგ (Mike Theiss-ის ფოტო / Ultimate Chase / Corbis).

თუ ადრე ტორნადოს ზემოქმედების სიმულირება შესაძლებელი მხოლოდ კომპიუტერზე იყო, ეხლა უკვე გამოჩნდა მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია “ცოცხალი” ქარბორბალას წარმოება შეუძლია — რათქმაუნდა მინიატურულის.

აპარატი წარმოადგენს ცილინდრული ფორმის კონსტრუქციას, რომლის დიამეტრის 1,5 მეტრია, ის დამაგრებულია კარკასზე რომლის სიგანეც 2,3 მეტრია ხოლო სიგრძე 5 მეტრი. მას შეუძლია ჰაერის “დატრიალება” 15-20 მ/წმ- ში სიჩქარით, რაც საკმარისია F3 კატეგორიის ტორნადოს წარმოებისათვის რომელიც მეოთხეა ფუჯიტის შკალით. ამ ტიპის ტორნადოებს წარმოქმნის ქარი, რომელიც მოძრაობს 70-92 მ/წმ-ში სიჩქარით. ასეთი ქარბორბალა ძირითადად ფესვებიანად აძრობს ხოლმე დიდ ხეებს, ატრიალებს მანქანებს, სახლებს ტოვებს სახურავების გარეშე და ა.შ.

პროექტი წარმოადგენს სამშენებლო კვლევების ინსტიტუტის, ტოკიოს უნივერსიტეტის და ტოკიოს ინსტიტუტში არსებული საგანგებო მდგომარეობების შემსწავლელი ინსტიტუტის საერთო ნამუშევარს.

ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელმა ჰიტომიცუ კიკუცუ ამბობს, რომ დანადგარი, რომელიც F3 ტორნადოს იმიტირების საშუალებას იძლევა, პირველად სწორედ მათ შექმნეს. მეცნიერების შემდეგი ნაბიჯი იქნება ხელოვნური ტორნადოს ზეგავლენის შემოწმება შენობების მოდელებზე.

ტორნადო — იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბუნებრივი კატასტროფაა, მიწისძვრებთან და ცუნამისთან ერთად. ადგილობრივმა მეცნიერების კვლევებით დადგინდა, რომ ამ ატმოსფერული მოვლენის დამანგრეველმა ძალამ ბოლო წლებში მოიმატა.

გამოყენებულია NewScientist-ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.