დღეს გამოდის თამაში Tron: Evolution

Games

ახალი ანტივირუსი, რომელიც კასპერსკის ჯერ არც კი დასიზმრებია.

დღეს, 7 დეკემბერს, სათავგადასავლო ექშენის Tron: Evolution-ის რელიზი შედგება, იუწყება გამომცემლობა Disney Interactive Studios.

თამაშის სიუჟეტი კინოფილმ Tron: Legacy-ის მოვლენებზეა დაფუძნებული, რომლის ჩვენება 16 დეკემბერს შედგება. ეს გახლავთ ლეგენდარული სურათის, 1982 წელს გადაღებული Tron-ის, გაგრძელება. თამაში კანადურ სტუდია Propaganda Games-ში დამუშავდა (თუმცა, PC ვერსიაზე იაპონურმა Disney-განყოფილებამ Gamestar-მა იზრუნა). პლატფორმები მრავალფეროვანია: PS3, PSP, Xbox 360, PC, Wii და Nintendo DS.

მოთამაშე ერთ-ერთი პროგრამა ხდება, რომელიც კომპიუტერულ სამყაროში მოგზაურობს, სადაც რომელიღაცა ვირუსი ანადგურებს პროგრამებს და ვირტუალურ სივრცეს აინფიცირებს. თუმცა, არ იფიქროთ, რომ თქვენ მოგიწევთ დაინფიცირებული პროგრამების ანალიზი, ან მანქანების ბრძანების ენის დაწერა (ურიგო არ იქნებოდა). სინამდვილეში საქმე სულ სხვანაირადაა — ყველა პროგრამა არის ადამიანი ბრჭყვიალა კოსტიუმში, რომელსაც დეფილე ნეონის ქალაქში აქვს. ხოლო ვირუსები ებრძვიან და ანადგურებენ მათ სამბოს ოსტატური ილეთებითა და სპეციალური ოფტიკური დისკებით.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=bKxSAyX2ax8

წყარო: Gamespot.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.