გრიპით დაავადებისას იმუნურმა სისტემამ შეიძლება ადამიანის საზიანოდ იმოქმედოს

Science

მეცნიერების ჯგუფმა ამერიკიდან და არგენტინიდან ახსნეს, თუ რატომ მოხდა ისე, რომ ღორის გრიპის პანდემიის გავრცელებისას ყველაზე მძიმედ დაავადება ფიზიკურად ჯანმრთელმა და ძლიერმა შუა ხნის ადამიანებმა და ახალგაზრდებმა გადაიტანეს.

ეს კანონზომიერება საკმაოდ ადრე გამოვლინდა, და აშკარად პარადოქსულად გამოიყურება: რადგან თუ ვიმსჯელებთ ლოგიკურად ახალგაზრდა ადამიანების ორგანიზმი უფრო აქტიურად უნდა ებრძოდეს დაავადებას და ადვილადაც გადაჰქონდეს მისი შედეგები. “ამის მიუხედავად 20 დან 49 წლამდე ადამიანების ჯგუფებში სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული”, — ამბობს კვლევების ერთ-ერთი ავტორი ფერნანდო პოლაკი (Fernando Polack), რომელიც წარმოადგენს ვანდერბილტის უნივერსიტეტს.

ფილტვების ქსოვილების ნიმუშებზე დაკვირვების შემდეგ, რომელიც აღებული იქნა პანდემიის მსხვერპლი ახალგაზრდების ორგანიზმიდან, მეცნიერებმა დაარეგისტრირეს ცილა C4d-ის მაღალი შემადგენლობა, რომელიც შედის ე.წ კომპლემენტის სისტემაში და რომელიც უერთდება ანტისხეულებს, რის შედეგადაც წარმოიქმნებიან იმუნური კომპლექსები. კომპლემენტის სისტემა მონაწილეობს იმუნური პასუხის რეალიზაციაში, მაგრამ ასევე შეიძლება თვითონ პაციენტის უჯრედების საფრთხესაც წარმოადგენდეს.

ავტორების აზრით, სეზონური გრიპის ანტისხეულებმა (H3N2), რომლებმაც მოასწრეს ახალგაზრდების ორგანიზმში წარმოშობა, ეფექტურად ვერ უმკლავდებოდნენ “პანდემიურ” H1N1-ს. იმის მაგივრად, რომ დაეცვათ ორგანიზმი, იმუნურმა სისტემამ მის საწინააღმდეგოდ მოქმედება დაიწყო; ეს ართულებდა დაავადების მიმდინარეობას და ზოგ შემთხვევაში სიკვდილამდეც კი მივყავდა დაავადებული. “ხანშიშესულებს ის დაეხმარათ, რომ 50 წლის წინ ისინი უკვე შეხვდნენ მსგავს ვირუსს, — ყვება ბატონი პოლაკი. — ბავშვებს კი ჯერ არ ქონიათ გრიპის “გამოცდილება”, რომელიც მოდის ასაკთან ერთად”.

კვლევის შედეგები დადასტურებული იქნა ქსოვილის ნიმუშების ანალიზის შდეგად, რომლებიც შენახული იყო 1957 წლის შემდეგ. C4d-ის მაღალი შემადგენლობა მაშინდელი H2N2-ით დაავადებულთა ფილტვებშიც აღინიშნა და დადასტურდა.

ანგარიშის სრული ვერსია გამოქვეყნდება ჟურნალ Nature Medicine-ში.

გამოყენებულია Nature New-ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.