CES 2011: წარმოდგენილია პლანშეტი Dell Streak 7

Android Hardware

უახლოეს მომავალში, კომპანია Dell და ოპერატორი T-Mobile დაიწყებენ პლანშეტური კომპიუტერის Streak 7-ის გაყიდვებს, რომელიც არის Google Android 2.2 (Froyo) ვერსიის მართვის ქვეშ.

სიახლის დებიუტი შედგა CES 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდა ლას-ვეგასში 6-დან 9 იანვრამდე (ნევადა, აშშ). პლანშეტის არის nVidia Tegra-ს მეორე თაბოის ჩიპზე, ორბირთვიანი ARM Cortex A9 პროცესორით, ხოლო ტაქტური სიხშირე — 1 გჰც.

მოწყობილობას აქვს 7-დიუმიანი სენსორული დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 800×480 WVGA; რომელსაც აქვს «მულტითაჩ» ინტერფეისის მხარდაჭერა. PC აღჭურვილია ორი კამერით — 5-მეგაპიქსელიანი უკანა პანელზე და 1,3-მეგაპიქსელიანი წინა მხარეს.

ინტეგრირებული მეხსიერება შესაძლებელია იყოს 16 ან 32 გბ; გათვალისწინებულია Wi-Fi (IEEE 802.11 b/g/n) და Bluetooth 2.1 კონტორლერები, GPS მიმღები და SDHC სლოტი. ასევე გათვალიწინებულია 4G ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა. პლანშეტის ზომებია: 200×120×12,4 მმ, წონა — 450 გრ.

Streak 7-ის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=6Lh7SUfNg3M

გამოყენებულია Dell-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.