მეცნიერებმა ამერიკიდან, ჰოლანდიიდან და შვეიცარიიდან მოძებნეს გალაქტიკა, რომელიც, შესაძლოა იმყოფება 13,2 მლრდ სინათლის წელიწადის მანძილზე დედამიწიდან.

ახალი ობიექტი, რომელიც აღნიშნეს როგორც UDFj-39546284, გამოჩნდა Fornax-ის თანავარსკვლავედში, სურათი გადაიღებულია ტელესკოპ “ჰაბლ”-ის კამერა WFC3-ით. სწორედ ამ მონაცემების ანალიზისას აღმოაჩინეს ასტრონომებმა UDFy-38135539, რომლის წითელი გადანაცვლების შეფასებაც (z = 8,6) დადასტურდა სპექტროსკოპიული მეთოდებით.

ეხლა UDFy-38135539 ითვლება ყველაზე მოშორებულად ყველა სხვა წარმოდგენილ “საიმედო” ვარიანტებს შორის. UDFj-39546284 მდებარეობს კიდევ უფრო შორს წითელ გადანაცვლებაზე z ~ 10,3; ჩვენ მას ვხედავთ ისეთად, როგორიც ის იყო დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 480 მლნ წლის შემდეგ.

UDFj-39546284-ის მახასიათებლების შეფასება ხდება ფოტომეტრული მეთოდებით. ივარაუდება, რომ მისი გამოსხივება ბუნებრივად იწევს წიტელ ნაწილში, ხოლო მეცნიერები ფილტრების გამოყენებით, საზღვრავენ ტალღების სიგრძის დიაპაზონს, რომელშიც რეგისტრირდება გალაქტიკა. ამის ხარჯზე ითვლება წითელი გადანაცვლება, ხოლო შემდეგ მანძილიც, რომელიც გვაშორებს ჩვენ ობიექტამდე. UDFj-39546284 შესაძლოა “წითელი” გალაქტიკააც იყოს, რომელიც დედამიწასთან გაცილებით ახლოსაა და ამ სიტუაცციის გარკვევა მხოლოდ ჯეიმს უების სახელობის კოსმოსურ ტელესკოპს შეუძლია, რომელსაც 2015 წელს გაუშვებენ.

საინტერესოა, რომ სხვა გალაქტიკები იდენტურ წითელ გადანაცვლებაში ავტორებმა ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ ნაკლებად დაშორებული ობიექტები, რომლებიც არსებობდნენ სამყაროს წარმოშობიდან 650-700 მლნ წლის შემდეგ, იპოვეს. გამოდის, რომ სამყარო 200 მლნ წლის შემდეგ რადიკალურად შეიჩვალა: ვარსკვლავების წარმოქმნის ინტენსივობა გაიზარდა, ხოლო გალაქტიკებმა დაიწყეს სწრაფი ზრდა და გაერთიანება. ასეთი დასკვნებს ყველა ნამდვილად არ დაეთანხმება; ჯერ კიდევ ორი წლის წინ გამოჩნდა შეტყობინებები ათი პოტენციური გალაქტიკის შესახებ წითელ გადანაცვლებაში z ~ 10.

UDFj-39546284-ის მიმართულებით გაფრენა:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=JettFPEjziw

გამოყენებულია ScienceNOW-ის მასალები.