მოტოსიმულატორის, MotoGP 10/11–ის რელიზი 18 მარტს შედგება

Games

კონსოლური — PlayStation 3–სა და Xbox 360–თვის — მოტოსიმულატორი MotoGP 10/11 გაყიდვაში 2011 წლის 18 მარტს გამოჩნდება, იუწყება გამომცემლობა Capcom.

თამაში ბრიტანულ სტუდიაში, Monumental Games–ში მუშავდება. სიახლეში შედის MotoGP–ის 2010 და 2011 წლის ყველა ლიცენზირებული მოტორბოლა. 2010 წლის მოვლენები გადმოწერისთანავე ხელმისაწვდომია, ხოლო 2011 წლის ახალი შეჯიბრებები გადმოსაწერი დამატებების სახით გამოჩნდება.

სიმულატორში შედის ხუთი რეჟიმი: Championship, Time Trial, Challenge, Career და Online. უკანასკნელი 20 ადამიანის ერთდროულად თამაშისთვის არის გათვლილი.

თებერვალში PSN–სა და Xbox Live–ში დამაშის დემოვერსია დაიდება, სადაც მოხვდება ორი მრბოლელი, ერთი სტრადა და რამდენიმე სათამაშო რეჟიმი.

თამაშის თრეილერი:

თამაშის სქრინშოთები:

წყარო: Eurogamer

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.