კოსმოსური ლიფტი – ეს წარმოუდგენლად მაღალი შენობაა, რომელიც განკუთვნილია ტვირთის დედამიწის ორბიტაზე გადასატანად. ეს ჯერ-ჯერობით სამეცნიერო ფანტასტიკის სამყაროა. თუმცა ლონდონის სამეფო კოლეჯის (King’s College London) მეცნიერთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში ეს შესაძლოა სულაც აღარ მიეკუთვნებოდეს სამეცნიერო ფანტასტიკას. მეცნიერების თქმით, ამისათვის მადლობა უნდა მოუხადოთ იმ ადამიანებს ვინც განავიტარა ნახშირბადის ნანომილების ტექნოლოგია, რომლებსაც “თეორიულად” გააჩნიათ იმხელა სიმკვრივე, რომ გაიწელონ დედამიწის ზედაპირიდან 35,4 ათას კილომეტრზე

მეცნიერმა მარკ მედოვნიკმა (Mark Miodownik) გააჟღერა ეს იდეა საახალწლო ლექციებზე, რომელსაც ყოველწლიურად ატარებს The Royal Instituion Microsoft Research-თან ერთად. “კოსმოსური ლიფტის იდეა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ დღემდე ჩვენ არ გაგვაჩნდა მასალა, რომელსაც შეეძლო საკუთარი წონის გაძლება დედამიწიდან კოსმოსამდე. მასალა ჯერ კიდევ ბოლომდე შემუშავებული არ არის, და თეორიაში ის საკმარისად მყარია კოსმოსური ლიფტის ასაშენებლად”.

თუ ესეთ კონსტრუქციას ააშენებენ, საჭირო იქნება მისი გაჩერება გრავიტაციის ძალის და ცენტრისკენული აჩქარების მეშვეობით. ასევე საჭირო იქნება საპირწონე წონასწორობის შესანარჩუნებლად – თეორიულად მისი როლი უნდა შეასრულოს კოსმოსური ხომალდების სადგურმა. ამ მიმართულებით განხორციელებულია გარკვეული ნაბიჯები – მაგალითად, NASA-მ დაგეგმა 3 მილიონის დახარჯვა მომდევნ ხუთი წლის განმავლობაში ამ იდეის საკვლევად და მისი პრაქტიკული განხორციელებისათვის მაკეტის სახით.

თეორიულად, დაწოლამ პერსპექტიულ მასალაზე შეიძლება შეადგინოს 30 ტ/მმ, რაც საკმარისი უნდა აღმოჩნდეს კოსმოსში გზის ასაშენებლად.