კორპორაცია News აგრძელებს უბედური (Facebook-ის ფონზე, რა თქმა უნდა) სოციალური ქსელის MySpace-ის რეორგანიზაციას, რომლის ფინანსური მაჩვენებლები «იდეალურისგან» ძალიან შორს არის.

News Corp-მა MySpace 2005 წელს შეიძინა: იმ დროისთვის პოპულარულ რესურსში რუპერტ მურდოკმა $580 მლნ გადაიხადა. დღეისათვის MySpace Facebook-თან შედარებით მხოლოდ ფერმკრთალი აჩრდილია: ცუკერბერგის სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა, თვიური გამოთვლებით, MySpace-ს ორ ნახევარჯერ აღემატება (60 მლნ 150 მლნ-ის წინააღმდეგ).

როგორც იუწყებიან, News შტატების განახევრებას აპირებს. განთავისუფლება 500-დან 600-მდე თანამშრომელს შეეხება, რომელთა უმეტესობა რეგიონალურ ოფისებში მუშაობს.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ შტატების შემცირებით, კორპორაცია News სოციალურ ქსელს პოტენციური მყიდველისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.

ასევე გავრცელდა ჭორი, რომ MySpace-ის შესყიდვა Yahoo!-ს სურს.

წყარო: რეიტერი