გამოქვეყნებულია თანამგზავრ “პლანკ”-ის მუშაობის პირველი შედეგები

Science

რამდენიმე დღის წინ პარიზში გამართულ კონფერენციაზე გაჟღერდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრი “პლანკ“-ის მუშაობის პირველი შედეგები.

მზის გარშემო მოძრავი კოსმოსური ობსერვატორია, რომელიც გაეშვა 2009 წლის მაისში, დედამიწიდან დაშორებულია 1,5 მლნ კმ-ით. მის ძირითად დავალებად ითვლება კოსმოსის ფონური მიკროტალღური გამოსხივების შესწავლა: მან უნდა დააზუსტოს აპარატ WMAP-ის მიერ მოპოვებული მონაცემები. “პლანკ”-ის მოწყობილობები დაყენებულია შემდეგი დიაპაზონის გამოსხივების რეგისტრაციისათვის 30–70 და 100–857 გჰც, ხოლო მის მიერ გადარებული პირველი სურათი მეცნიერებმა ნახევარი წლის წინ გამოაქვეყნეს.

“პლანკ”-ი ასევე აფიქსირებს ფონურ სიგნალებს — მიკროტალღური წყაროები, რომლების წაშლაც იქნება საჭირო ფონური გამოსხივების რუკიდან. სწორედ თხუთმეტი ატასი ასეთი წყარო გახდა პარიზის კონფერენციაზე დავის საგანი.

მეცნიერების თქმით, ტელესკოპმა შეძლო 10 000-ზე მეტი მკვრივი მტვრის ცივი ბირთვის აღმოჩენა შეძლო, რომელიც ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის საფუძველია. როგორც გაირკვა, ამ ბირთვების ტემპერატურა შეიძლება დაეცეს 7 000 გრადუსამდე, მათი ზომა 30 სინათლის წელიწადს აღწევს, ხოლო მასა ათასი მზის მასას უდრის. ათი ობიექტი მეცნიერებმა შედარებით უკეთ სეისწავლეს, კოსმოსური ობსერვატორია “ჰერშელ“-ის მეშვეობით.

“პლანკ”-მა აღმოაჩინა ძალიან მოშორებული გალაქტიკების გამოსხივება, რომლებშიც ვარსკვლავების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება 10–1 000 ერთეულით. თანამგზავრის დაკვირვებებმა ასევე დაადასტურა ანომალიური მიკროტალღური გამოსხივების თეორიის წარმომავლობა, რომლის წარმოშობასაც უკავშირებენ მტვრის მიკროსკოპული ნაწილაკების სწრაფ ბრუნვას.

ამას გარდა, მიღებულ სურატებზე მეცნიერებმა აღნიშნეს 189 გალაქტიკური გროვები, რომლეთაგანაც 20 უცნობი აღმოჩნდა. დღესდღეობით ეს ინფორმაცია მოწმდება რენდგენული ობსერვატორია XMM-Newton-ის მეშვეობით.

“პლანკ”-ის მომდევნო მონაცემების გლობალური განახლება იგეგმება 2013 წლის იანვარში. მოსალოდნელია, რომ მეცნიერები მიიღებენ ყველაზე საინტერესოს — ფონური გამოსხივების რუკას.

გამოყენებულია ევროპის კოსმოსური სააგენტოს მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.