Samsung Galaxy Player YP-GB1: Android-პლეერი 4 დიუმიანი დისპლეით

Android Hardware Samsung

კომპანია Samsung-მა წარმოადგინა Galaxy Player YP-GB1. პიველი ინფორმაცია მის შესახებ გამოჩნდა გასული წლის აგვისტოში.
Samsung Galaxy Player YP-GB1 არის, ფლაგმანური სმარტფონის,  Samsung I9000 Galaxy S-ის “შემცირებული” ვერსია. მას მოაშრეს ფიჭურ ქსელებში მუშაობის მოდული, 5-მეგაპიქსელიანი კამერა შეამცირეს 3,2-მდე. მოწყობილობას აქვს წინა კამერა ვიდეოზარისთვის, რომლის განხორციელება შეიძლება მხოლოდ ინტერნეტში.
მოწყობილობა მუშობს Android 2.2 ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, რომელსაც აქვს SamsungApps და Android Market აპლიკაციების მხარდაჭერა. მოწყობილობას გააჩნია Hummingbird-ის გიგაჰერციანი პროცესორი.
მოწყობილობის აღჭურვილობაშია: 4-დიუმიანი Super Clear LCD (TFT) დისპლეი გარჩევადობით 480×800 წერტილი, Bluetooth 3.0, Wi-Fi და GPS  ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები. ასევე, გათვალისწინებულია სლოტი MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათისთვის. ჩაშენებული მეხსიერების მოცულობა არ სახელდება. ასევე ცნობილია რომ ამ მოდელს შეუძლია HD-ვიდოეს ჩვენება. მისი ელემენტის ტევადობა — 1 200 მა/სთ.
სავარაუდოდ მოწყობილობის პრეზენტაცია შედგება CES 2011-ის გამოფენაზე (6-9 იანვარს, ლას-ვეგასი. ნებადა, აშშ.) აქვე გახდება ცნობილი მისი ღირებულებაც.

გამოყენებულია Samsung Hub-ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.