Casio-მ ოფიციალურად წარმოადგინა არასტანდარტული ტრანსფორმირებადი ფოტოკამერა Tryx (მოდელი EX-TR100), რომლის დემონსტირებაც პირველად შედგა CES 2011-ის გამოფენაზე.

Tryx-ის მთავარი განსაკუთრებულობაა კორპუსის ორიგინალური კონსტრუქცია. მოდულს დისპლეით, ობიექტივთან მიმართბაში, შეუძლია 270 გრადუსიანი კუთხით შემოტრიალება, რისი საშუალებითაც უფრო ადვილია გადაღება სხვადასხვა პოზიციიდან. გარდა ამისა, კამერას აქვს ჩარჩო რომელიც ბურნავს 360 გრადუსით, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ფოტოაპარატის ჰორიზონტალურ ზედაპირზე დაყენება, მაგალითად: კედელზე.

კამერა აღჭურვილია 12-მეგაპიქსელიანი მატრიცით და მოძროაბის სენსორით. Tryx-ს აქვს 3-დიუმიანი სენსორული ეკრანი. მხარდაჭერილია მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერა წერტილოვანი გარჩევადობით 1920×1080 და ასევე ვიდეომატერიალების გარჩეოვადობით 432×320 პიქსელი სიჩქარით, 240 კადრი წამში.

სიახლეს არ არქვს ოფტიკური ლინზა, მაგრამ აქვს 4-ჯერადი ციფრული ზუმი. ასევე აღსანიშნავია SD/SDXC/SDHC სლოტი და HDMI ინტერფეისი. მოდელის ზომებია: 122×58×15 მმ, წონა— 160 გრ.

Tryx-ის შეძენა შესაძლებელი იქნება აპრილიდან, სავარაუდოდ 250 დოლარად.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=d8mvPyjbv_o

გამოყენებულია Casio-ს მასალები.