ფიზიკოსებმა ვილჰელმის სახელობის ვესფალის უნივერსიტეტიდან (გერმანია) და ვეიცმანის სახ. ინსტიტუტიდან (ისრაელი) აღმოაჩინეს, რომ დნმ-ის გამოყენება შესაძლოა ელექტრონების სპინის მიხედვით “დასალაგებლად”.

სპინის მიხედვით პოლარიზებული ელექტრონები გამოიყენება სპინტრონიკის მოწყობილობებში — ეს ელექტრონიკის შედარებით ახალი ნაწილია, სადაც სპინი განიხილება, როგორც ინფორმაციის შენახვის და გადაცემის აქტიური ელემენტი. ყველაზე ხშირად ასეთ ელექტრონებს იღებენ ფილტრის მეშვეობით, რომლებიც მუშაობენ გიგანტური მაგნიტური წინაღობის ეფექტზე და თეორიულად ატარებენ ელექტრონებს მხოლოდ ერთი მიმართულების სპინით. ფილტრების საფუძველს წარმოადგენს, ფენები რომლებშიც ერთმანეთს ენაცვლება ფერომაგნიტური და არამაგნიტური ფენები.

რეალურად არ არსებობსაბსოლუტურად “სუფტა” დენი, ყოველთვის არის ელექტრონების გარკვეული პროცენტი “არასწორი” სპინის მიმართულებით. ახალი მეთოდიკა ასევე გვაძლევს მხოლოდ 60%იან პოლარიზაციას ოთახის თემპერატურის პირობებში.

ექსპერიმენტის დაწყებამდე ავტორებმა ორჯაჭვიანი დნმ-ი დაამაგრეს ოქროს სადგამზე, ამით შექმნეს ვერტიკალურად მიმართული ქსოვილების მასივი. შემდეგ სადგამს დაანათეს ლაზერული გამოსხივება, იმისათვის რომ გამოენთავისუფლებინათ ფოტოელექტრონები, რომლებიც გადიოდნენ დნმ-ფილტრს მოწყობილობაზე, რომელიც ზომავს პოლარიზაციას. სწორედ ბოლომ დააფიქსირა 60%-იანი პოლარიზაცია დნმ-ის ქსოვილების გამოყენებისას; თუ ჯაჭვებს შევამცირებთ 25 წყვილამდე ეფექტურობა დაიკლებს 10%-მდე.

ფილტრის მუშაობის თეორიული ახსნა მეციერებს ჯერ არ შეუდგენიათ, ისინი შემოიფარგლნენ მხოლოდ იმით, რომ მთავარ როლს ამ პროცესში დნმ-ის ორმაგი სპინი ტამაშობს.

ანგარიშის სრული ვერსია გამოქვეყნდება ჟურნალ Science-ში.

გამოყენებულია Physicsworld.Com-ის მასალები.