იაპონიის, რიგით მეთოთხმეტე, მედია–არტ ფესტივალი

Hardware Science

ამომავალი მზის ქვეყანაში ჩატარებულ მედია–ხელოვნების როგით მეთოთხმეტე ფესტივალზე პროფესიონალებმა და მოყვარულებმა სიფრული ტექნოლოგია ნამდვილ ხელოვნებად აქციეს.

ღონისძიების ერთ–ერთი საინტერესო პროექტი i3DG–ის შესაძლებლობები გახდა. ის სამი ფენის სარკისგან შემდგარ «ხუფს» წარმოადგენს, რომელიც iPhone–ის ან iPod touch–ის ზედა ნაწილზე მაგრდება. ჰორიზონტალურად მოთავსებულ მოწყობილობაზე სურათის ან ვიდეოჩანაწერის ჩართვის შემთხვევაში მომხმარებელს სამი განზომილების ილუზია ექმნება.

ასე რომ, Apple–ის პროდუქციის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია 3D-კინოთეატრი პირდაპირ სახლში მოიწყოს. ინფორმაცია სიახლის ფასისა და შეძენის შესაძლებლობის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

შემდეგი შესანიშნავი პროექტი — Shadow touch!. ეს არის ხელის ფარანის ზომის მოწყობილობა, რომელიც ინფრაწითელი კამერითა და პროექტორი არის აღჭურვილი.

როდესაც Shadow touch!–ის «ფარანს» კედლის ან იატაკის ზედაპირზე დაპროექტებულ ჩრდილებს მივანათებთ და სპეციალური სათითით «შევეხებით» გამოსახულება დაიწყებს მოძრაობას. შორიდან ეს ისე ჩანს, თითქოს ადამიანი «იღებს» და «ყრის» ჩრდილებს.

…და კიდევ ერთი საინტერესო გამოგონება — ZigBee–ს სტანდარტის უკაბელო კავშირით აღჭურვილი დომინოს ქვა. ერთ–ერთი რომელიმე ქვის შეხებით შესაძლებელია დანარჩენი, მისგან მოშორებით დალაგებული ქვების წაქცევა. ვარდნის თანმიმდევრობა მათზე გამოსახული ციფრების რაოდენობაზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ ეს ციფრები ერთნაირია მაშინ ვარდნა ხდება ერთდროულად. დომინოს ქვაზე ციფრების რაოდენობის შემცირება ან გაზრდა მისი მარჯვნივ ან მარცხნივ მკვეთრად დახრით არის შესაძლებელი.

Esper Dominoes–ში იმდენად ძვირადღირებული ტექნოლოგია გამოიყენება, რომ მისი წარმოებაში ჩაშვება ჯერ–ჯერობით შეუძლებელია, თუმცა ავტორი მის რენტაბილურობაზე უკვე მუშაობს.

ღონიძიება Japan Media Arts Festival, სადაც ნაჩვენები იყო ეს და კიდევ მრავალი სხვა IT-სიახლეები, 1997 წელს დაარსდა და ყოველ წელს ტოკიოს ნაციონალურ არტ–ცენტრში იმართება. წელს ის 2–დან 13 თებერვლამდე გაგრძელდება. ფესტივალზე 171 ნამუშევარია წარდგენილი, რომლის თემატიკაც შეიძლება ასე აღვწეროთ: ხელოვნება და გართობა კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით. ღონისძიებაში 49 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

წყარო: DigInfo TV

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.