თამაში L. A. Noire MotionScan-ტექნოლოგიის გამოყენებით მზადდება

Games

Team Bondi-ის დეველოპერებმა საზოგადოებას კონსოლური დეტექტივის, L. A. Noire–ის შექმნის საიდუმლოებები გააცნეს.

სტუდია Team Bondi–ის ხელმძღვანელმა, ასევე L. A. Noire–ის სცენარისტმა და პროექტის რეჟისორმა ბრენდან მაკნამარამ (Brendan McNamara) რესურს FastCompany–ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან თამაშის ვიზუალური მხარის განსაკუთრებულობაზე ისაუბრა. კაირკვა, რომ სათამაშო სცენების უმეტესობა სტუდია Depth Analysis–ის შვილობილის, MotionScan–ის  მეთოდიკით იქმნება.

ეს ტექნოლოგია თამაშის პირდაპირი გადაღების საშუალებას იძლევა, ანუ იმის ნაცვლად, რომ დრო დაიკარგოს პერსონაჟების მოდელირებაში, ანიმაციების დამუშავებაში და ა.შ. მწარმოელებისთვის საკმარისია მსახიობების მოქმედება დაფიქსირდეს ვიდეოზე, დანარჩენს კი MotionScan–ის პროგრამულ–აპარატული კომპლექსი გააკეთებს.

ტექნოლოგიის განსაკუთრებული ღირსშესანიშაობა იმაში მდგომარეობს, რომ გადაღების შემდეგ დეველოპერებს პრაქტიკულად არაფრის შეცვლა არ უწევთ. ოცდათორმეტი HD-კამერით აღჭურვილი სისტემა თავად ქმნის ვირტულაურ მოდელებს, აფიქსირებს მსახიუბების ნაკვთების მოძრაობას და მათ სათამაშო ძრავისთვის გასაგებ ფორმატად აქცევს.

«ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ნამდვილი დეტექტიური ტრილერის შექმნა, რომელიც შეძლებდა კონკურენცია გაეწია ჰოლივუდის კინობლოკბასტერებისთვის», — აცხადებენ მწარმოებლები. როგორც ხედავთ ეს სრულიად შესაძლებელია: მოთამაშეები მიიღებენ 8 კვადრატულ მილზე მეტ სათამაშო ტერიტორიას, სადაც ოთხასზე მეტ პერსონაჟს შეხვდებიან. ყველა მათგანის როლი ნამდვილმა მსახიობებმა ითამაშეს და სიუჟეტი MotionScan–ის ტექნოლოგიით არის ჩაწერილი.

თუმცა უმაღლესი ტექნოლოგიის თამაშით სიამოვნების მიღება მხოლოდ PlayStation 3–სა და Xbox 360–ის მფლობელებს შეიძლიათ. გამომცემლობა Rockstar Games თამაშს 17 მაისს გამოუშვებს.

თამაშის თრეილერი:

თამაშის სქრინშოთები:

წყარო: FastCompany

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.