ჩინური კომპანიის Lenovo Mobile-ის მობილური ტელეფონების ხაზი შეივსო ახალი მოდელით i62, რომელსაც გააჩნია 3,2-დიუმიანი სენსორული დისპლეი მულტითაჩ-ტექნოლოგიის მხარდაჭერა ASV-დისპლეი (Sharp Advanced Super View TFT), წერტილოვანი გარჩევადობით 320×480 (HVGA).

ტელეფონს აქვს Bluetooth 2.0 ვერსიის ადაპტერი, Wi-Fi-კონტროლერი, MicroSD ფორმატის ბარათების სლოტი, 5-მეგაპიქსელიანი კამერა, 0,3 მეგაპიქსელიანი წინა კამერა განკუთვნილია ვიდეოზარებისთვის , ასევე 3,5 მმ-ანი ბუდე ყურსასმენის შესაერთებლად და FM-რადიო მიმღები.

მოწყობილობის შესაძლებობეში აღსანიშნავია, რომ მას შეუძლია HD-ვიდეომატარიალების გაშვება  720p ფორმატში და ასევე Dolby Mobile ტექნილოგიის მხარდაჭერა.

Lenovo i62 განკუთვნილია GSM/GPRS და UMTS/HSDPA ქსელებში სამუშაოდ. სიახლეს აქვს ორი სიმ-ბარათის სლოტი და შეუძლია ორი ოპერატორის ქსელში ერთდორულად მუშაობა.

ტელეფონის ზომები –– 113×56,5×14,2 მმ, წონა–– 112 გრ.

გამოყენებულია Lenovo Mobile-ის მასალები.