სმარტფონების კვარტალური გაყიდვების მოცულობამ 100 მლნ ერთეულს მიაღწია

Apple Samsung ბიზნესი

კომპანია IDC–მ 2010 წლის მეოთხე კვარტლის კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის მოცულობა შეაფასა.

ანალიტიკოსების გამოთვლებით, ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 100,9 მლნ სმარტფონი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის ბოლო მეოთხედთან შედარებით 87,2%–ით მეტია, როცა ბაზრის მოცულობა 53,9 მლნ ერთეულს შეადგენდა.

Nokia–ს წილი, გასულ კვარტალში, წლიური გამოთვლებით 38,6–დან 28%–მდე შემცირდა (28,3 მლნ კაყიდული კომუნიკატორი). თუმცა უმსხვილესი მწარმოებლების სიაში ფინური ვენდორი მაინც ინარჩუნებს პირველობას.

16,2 მლნ გაყიდული «აიფონით» Apple მეორე ადგილზე იმყოფება. წლის განმავლობაში კომპანიის წილი არ შეცვლილა და 16,1%–ს შეადგენს.

მესამე ადგილზეა კანადური Research In Motion, რომელმაც ოქტომბრიდან დეგემბრის ჩათვლით 14,6 მლნ BlackBerry–ის რეალიზება მოახერხა და ბაზრის 14,5%–ს ფლობს. ერთი წლით ადრე კომპანიის წილი 19,9%–ს შეადგენდა.

გაყიდვების მოცულობის განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით ზრდა Android–მოწყობილობების მწარმოებლებმა უჩვენეს. მოკლედ, კომპანია Samsung–მა, რომელიც მეოთხე პოზიციაზე იმყოფება, საბაზრო წილი 3,3–დან 9,6%–მდე გაზარდა, ხოლო HTC–მა, რომელიც ხურავს ხუთეულს, — 4,5–დან 8,5%–მდე.

2010 წელს, სულ, 302,6 მლნ კომუნიკატორი გაიყიდა, ანუ 74,4%–ით მეტი ვიდრე 2009 წელს (173,5 მლნ).

უმსხვილესი მწარმობელების პოზიციები, წლიური გამოთვლებით, ასე გადანაწილდა: Nokia — 33,1%, Research In Motion — 16,1%, Apple — 15,7%, Samsung — 7,6%, НТС — 7,1%, სხვ. — 20,3%.

წყარო: IDC

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.