მეცნიერთა ჯგუფმა, ვალერი ჰუ-ს ხელმძღვანელობით ჯორჯ ვაშინგტონის  უნივერსიტეტიდან (ა.შ.შ), დაადგინეს, რომ ქალის და კაცის სასქესო ჰორმონები არეგულირებენ მნიშვნელოვანი გენის ექსპრესიას, მექანიზმის მეშვეობით, რომლის მიხედვითაც შეიძლება აიხსნას არა მხოლოდ აუტისტებში ტესტესტერონის დიდი რაოდენობის დიდი ოდენობა, არამედ ისიც თუ რატომ ავადდებიან ამ დაავადებით უფრო მეტად მამაკაცები.

გენი RORA ახდენს ახდენს ცილის კოდირებას, რომელიც მუშაობს როგორც გენის ექსპრესიის “მთავარი გამთიშველი”   და თამაშობს მნიშვნელოვან როლს სხვა პროცესებშიც, რომელიც ნელდება აუტიზმის დროს. ადრე პროფესორმა ჰუმ აღმოაჩინა, რომ აუტისტების ტვინში RORA-ის ექსპრესია იკლებს. მიმდინარე გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ არომატაზის – ცილის, დონეც იკლებს (მასაც გენი RORA აკონტროლებს).

ეს მნიშვნელოვანი რეზულტატია, რადგან არომატაზა გარდაქმნის ტესტესტერონს ესტროგენად. არომატაზის კონცენტრაციის კლებას მივყავართ მამაკაცის ჰორმონების დაგროვებამდე, რომლებიც თავისთავად ამცირებენ გენ RORA-ის გამოყფას. მეორეს მხრივ ქალის ჰორმონები აძლიერებენ ნეიტრონულ უჯრედებში RORA-ის ექსპრესიას. მეცნიერები თვლიან, რომ ქალები უფრო მეტად არიან დაცულები RORA-ის დეფიციტისგან არა მარტო ესტროგენის გენის ექსპრესიაზე დადებითი გავლენის გამო, არამედ ესტროგენების რეცეპტორების გამოც, რომლებიც რეგულირდება RORA-ის მსგავსი გენებით.

პროფესორი ჰუ აღნიშნავს, რომ მისი ჯგუფის მიერ გაკეთებული საქმე, მხოლოდ აისბერგის თავია. მეცნიერებს ამ თემაზე კდიევ წლობით მოუწევთ მუშაობს, იმისათვის რომ აუტიზმის ბიოლოგიური ბუნება გაარკვიონ.

გამოყენებულია PhysOrg-ის მასალები.