კომპანია Sony–იმ გასული წლის მეოთხე მეოთხედის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

ელექტრონიკისა და კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებლის შემოსავალმა და სუფთა მოგებამ საგრძნობლად დაიწია. ვარდნა, ერთის მხრივ, სხვა ვალუტასთან მიმართებაში იენის გამყარებამ და მორეს მხრივ პლაზმური ტელევიზორების ბაზარზე მზარდმა კონკურენციამ გამოიწვია. Sony იძულებული გახდა TV-პროდუქციისთვის ფასები დაეწია, რის შედეგადაც კომპანიამ, გასულ კვარტალში, 13 მლრდ იენი ($159 მლნ) დაკარგა.

2010 წლის მეოთხე მეოთხედში შემოსავალმა 2,2 ტრლნ იენი (დაახლოებით $27 მლრდ) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,4%–ით ნაკლებია. შუფთა მოგება, თითქმის, 9%–ით დაეცა — 79,2–დან 72,3 მლრდ იანემდე (თითქმის $886 მლნ).

კომპანია იძულებული გახდა წლიური შემოსავლის პროგნოზში კორექტირება შეეტანა: თუ ადრე Sony 7,4 ტრლნ იენის ($90,7 მლრდ) შემოსავალს წინასწარმეტყველებდა, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 7,2 ტრლნ–მდე ($88,2 მლრდ) ჩამოვიდა.

მიმდინარე ფინანსურ კვარტალში (რომელიც მარტში სრულდება) Sony 15 მლნ PlayStation 3–სა და დაახლოებით 8 მლნ PlayStation Portable–ის გაყიდვას გეგმავს. პროგნოზმა ტელევიზორების გაყიდვის შესახებ 25–დან 23 მლნ ერთეულამდე დაიწია.

წყარო: Associated Press