ნივთიერების კორონალური გამოტყორცნა და მზის ტალღა. გადაღებულია STeReO-ს ერთ-ერთი აპარატის მიერ 2011 13 იანვარს.

ორმა ამერიკულმა კოსმოსურმა ზონდმა მზეს ორი მხრიდან მოუარეს დაიკავეს პოზიცია, რომლიდანაც დაიწყეს დედამიწაზე მზის შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა.

აპარატები STeReO (Solar Terrestrial Relations Observatory) გაუშვეს 2006 წელს. მათი ტრაექტორიები ერთმანეთს თანდათან ცილდებოდა: ერთი წინ მიდიოდა მეორე კი ჩამორჩებოდა. მზის საპირისპირო მხარეებზე მათ მიაღწიეს 2011 წლის 6 თებერვალს.

პირველად, დედამიწელმა ფიზიკოსებმა მიიღეს მნათის 360 გრადუსიანი ხედი.

მისიის მთავარი მიზანია ნივთიერების კორონალური გამოტყორცნის მონიტორინგი, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს დედამიწის ელექტრო მოწყობილობებს და ასევე ორბიტაზე მყოფ თანამგზავრებს. “როგორც იქნა ჩვენ შეგვიძლია უკვე ვიცოდეთ თუ რა ელის ორბიტას უახლოეს მომავალში”, — თქვა პროექტის ერთ-ერთმა კოორდინატორმა რიჩარდ ჰარისონმა რეზერფორდ-ეპლტონის ლაბორატორიიდან (დიდი ბრიტანეთი).

აპარატები STeReO გააგრძელებენ მოძრაობას, და ერთმანეთს დაუახლოვდებიან მზის საპირისპირო მხარეს. მხედველობაში “ცარიელ ადგილებს” ამოავსებს ზონდი Solar Dynamics Observatory, რომელიც უკვე ერთი წელია დედამიწის ორბიტაზეა.

სრული მზის დანახვა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გავიგოთ პროცესები, რომელიც მისი ატმოსფეროს სხვადასხვა ფენებში მიმდინარეობს. შესაძლოა მოვლენები, რომლებსაც დედამიწიდან ვხედავთ გამოწვეულია მის უკანა მხარეს მიმდინარე რაღაც მოვლენით.

გამოყენებულია ბი-ბი-სის მასალები.