ტექნოლოგია CubeSat სულ იფრო მეტად ვრცელდება. კვლევითმა ორგანიზაციებმა და მცირე კერძო კომპანიებმა მიიღეს შედარებით იაფი მეთოდი კოსმოსური სივრცის შესასწავლად, “ნანოთანამგზავრის” დეტალების შეძენა მაღაზიაშია შესაძლებელი.

CubeSat-ის იდეა შემოთავაზებული იქნა 2000 წელს. ის წარმოადგინეს ინჟინერებმა ბობ ტვიგსმა და ჯორჯ პიუგ-სუარიმ.

მოწყობილობა წარმოადგენს კუბს, მისი სიგანეა 10სმ, იწონის არაუმეტეს 1,33კგ-ისა და გავსებულია საკვლევი ელექტრონიკით — ძირითადად მზა IT-პროდუქტებით. ასეთი კუბები მოგზაურობენ ჯგუფებად სხვა კოსმიურ აპარატებთან ერთად, რაც ძალიან ამცირებს საერთო დანახარჯებს.

თავდაპირველად CubeSat-ის გამოყენება იგეგმებოდა სწავლებისათვის: ტექნიკურად მომზადებული სტუდენტების ჯგუფი მის კონსტრუირებას მოახერხებს რამდენიმე წელიწადში, დანახარჯი (გაშვების ჩათვლით) შეადგენს 100 ათას დოლარს. წარმატებული სტარტების სერია უკვე შედგა.

ეხლა ასეთი მიკროთანამგზავრების შემქმნელები გაერთიანდნენ ერთ კლუბში, რომელშიც ერთმანეთს თავიანთ დამატებებს უზიარებენ. მათ შორის მისი წევრები სერიოზული კომპანიები და ორგანიზაციებიც არიან, რომლებისთვისაც კოსმოსური აპარატების დაბალი ფასი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ახალგაზრდა მეცნიერებისათვის. სპეციალურად კონსტრუქტორებისათვის მოქმედებს, სავაჭრო ადგილები სადაც შესაძლებელია CubeSat-ის სტანდარტული გარეკანის და შიგთავსის შეძენა.

მინიატურული თანამგზავრებით დაინტერესდა NASA-ც, რომელმაც ახდენს პროგრამა ELaNa-ის რეალიზებას (Educational Launch of Nanosatellite — “ნანოთანამგზავრების გაშვება სწავლების მიზნით”). სულ რამოდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს პრეს-რელიზი, რომელშიც ჩამოთვლილია ორგანიზაციების სახელები (ძირითადად ამერიკული უნივერსიტეტების) , რომლების მოწყობილობებსაც აიტანენ სამთავრობო რაკეტების ბორტზე.

გამოყენებულია Scientific American-ის მასალები.