სტუდია Runic Games ექშენ-RPG თამაშის, Torchlight 2–ის დამუშავებას დაგეგმილ დროში ვერ ასწრებს: მაისის ნაცვლად თამაში ივლისში გამოვა.

Runic Games–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაქს შეფერმა (Max Schaefer) განმარტა, რომ შეფერხება Xbox 360–თან არის დაკავშირებული. პირველ რიგში, დეველოპერები Torchlight 2–ის დამუშავების პარალელურად თამაშის პირველი ნაწილის კონსოლ Xbox 360–ში «პორტირებით» არიან დაკავებული. «თამაშის Xbox Live–ის სისტემაში გადატანას იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით», — განაცხადა შეფერმა.

და მეორე, პროექტის მეორე ნაწილის დამუშავებისას შეიქმნა პრობლემები, რომელიც ისევ MS-კონსოლთან არის დაკავშირებული. ზოგადად, Runic «ყველა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად დამატებით დროს საჭიროებს».

თამაშის მეორე ნაწილში გრძელდება ქალაქ Torchlight–ისა და მის ქვეშ განლაგებული მიწისქვეშეთის ისტორიას. ერთხელ, სიზმარში მთავარ გმირს მეომარი ეცხადება და სამყაროს გადარჩენსა სთხოვს. მოთამაშეს უარყოფა რა თქმა უნდა არ შეუძლია. შემდეგ კი თქვენ გელოდებათ უკანასკნელი წლების საუკეთესო Diablo-კლონი.

თამაშის თრეილერი:

წყარო: VG247