კოსმოსურმა ტელესკოპმა “კეპლერ” მეცნიერებს მისცა წითელი გიგანტის ცენტრალური ნაწილის შესწავლის საშუალება.

როგორც წინა სიახლეებიდან უკვე გითხარით “კეპლერი” არა მხოლოდ ეგზოპლანეტების ძებნაზეა ორიენტირებული, ის ასევე ასტროსეისმოლოგიურ მოვლენებს აკვირდება. აღნიშნული მეთოდები ხაზს უსმევს მის კავშირს ტრადიციულ სეისმოლოგიასთან. ვარსკვლავის ტალღების გავრცელება იწვევს მისი სიმკვეთრის პერიოდულ ცვალებადობას, სწორედ მას აფიქსირებს ტელესკოპი.

ტალღების სხვადასხვა სახეობები აღწევენ სხვადასხვა სიღრმეში, საბოლოოდ აღწევენ გარკვეულ საზღვარს, სადაც ნივთიერების სიმკვრივე გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს აღწევს. “კეპლერის” ახალი მონაცემები, პირველ რიგში იმითაა ფასეული, რომ ის შეიცავს ტალღების კვალს, რომლებმაც გიგანტ KIC 6928997-ის ბირთვამდე ჩააღწიეს.

“ჩვენ მოგვიწია 330 დღის განმავლობაში წარმოებული დაკვირვების გაანალიზება, რათა გავრკვეულიყავით KIC 6928997-ის რთულ სტრუქტურაში და გამოგვეყო მისგან მნიშვნელოვანი — ყვება სამუშაოების ერთ-ერთი ავტორი, ასტროფიზიკოსი ტიმ ბედინგი (Tim Bedding) სიდნეის უნივერსიტეტიდან. — ეხლა ჩვენ შევძლებთ გავარკვიოთ, თუ როგორ იცვლება სიმკვრივე და ტემპერატურა ვარსკვლავის ცენტრთან მიახლოვებისას. განსაკუთრებულ ინტერესს რათქმაუნდა შედარებით მცირე ზომის ცენტრალური ნაწილი იწვევს, რომელშიც ბირთვული რეაქციები მიმდინარეობს”.

” KIC 6928997-ის მონაცემები ეს მხოლოდ დასაწყისია, ამტკიცებს რაფაელ გარსია (Rafael Garcia), “კეპლერზე” ასტროსეისმოლოგიური კვლევების მონაწილე. — მალე ჩვენ გვექნება ასი და ათასი წითელი გიგანტების და ვარსკვლავების შესწავლის საშუალება, რომლებიც გვანან მზეს”.