Dell 2011 წელს გამოუშვებს მინიმუმ ოთხ სმარტფონს!

Android Hardware

ინტერნეტში გამოჩნდა საინტერესო დოკუმენტი, სადაც აღწერილია ამერიკული კომპანია Dell-ის გეგმები სმარტფონების გამოშვების შესახებ 2011 წლისთვის.

აპრილში წარმოდგენილი იქნება მოდელი Venue Pro MLK, რომელიც არის  «Dell Venue Pro-ს გაუმჯობესებული ვერსია». სავარაუდოდ, საუბარია არა ახალ მოდიფიკაციაზე, არამედ განახლებულ Windows Phone 7-ის ოპერაციულ სისტემაზე. სხვა სიტყვებით, Venue Pro MLK გაიყიდება განახლებული პროგრამული პლატფორმით.

მესამე კვარტალის დასაწყისში Dell გეგმავს კიდევ ერთი WP7-სმარტფონის წარდგენას –– Wrigley, რომელიც შესრულებულია ფორმფაქტორზე «ჰორიზონტალური სლაიდერი QWERTY-კლავიატურით». აღსანიშნავია გიგაჰერციანი პროცესორი, 4-დიუმიანი დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 480×800 და 8-მეგაპიქსელიანი კამერა HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720p ფორმატში.

სექტემბრისთვის დანიშნულია მოდელის Hancock-ის რელიზი, რომელიც არის Android Ice Cream-ზე ( სავარაუდოდ, ეს OS-ია v4.0). მოწყობილობა მიიღებს სენსორულ ეკრანს qHD გარჩევადობით (540×960 წერტილი, 4 დიუმი), 8-მეგაპიქსელიან კამერას Full HD მხარდაჭერით, წინა კამერას 1,3-მეგაპიქსელიანი მატრიცით და ორბირთვიან პროცესორს. ფორმფაქტორი –– «სლაიდერი QWERTY-კლავიატურით».

მეოთხე კვარტალში გამოჩნდება აპარატი Millennium, რომელიც არის Hancock-ის ანალოგი კლავიატურის გარეშე და 4,3-დიუმიანი სენსორული დისპლეით.

გამოყნებულია Engadget-ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.