კოსმოსურმა აპარატმა “New Horizons“, რომელიც პლუტონისაკენ მიემართება, გადაკვეთა ურანის ორბიტა.

აპარატს არცერთი სურათი არ გადაუღია, რადგან ის გაზის გიგანტისგან 3,8 მლრდ კილომეტრ მანძილზე იმყოფება ( და დაახლოებით 3 მლრდ კილომეტრზე დედამიწისგან). New Horizons-ი იმყოფება მოლოდინის რეჟიმში. ამის მიუხედავად NASA-ში თვლიან, რომ მიღწეულია მნიშვნელოვან ნიშნულამდე.

აპარატმა სტარტი 2006 წლის 19 ივნისს აიღო და გზის ნახევარი უკვე გაიარა. პლუტონამდე ჯერ კიდევ 1,8 მლრდ კილომეტრია. პლანეტას და მის თანამგზავრებს ჰიდრას, ნიქტას და ქარონს “New Horizons”-ი 2015 წელს შეხვდება. ხომალდის სიჩქარე 57 ათას კმ/სთ-ს შეადგენს.

მისი მოგზაურობა ამაზე არ დასრულდება. პლუტონის შემდეგ ხომალდი გაემგზავრება კოიპერის სარტყლის სხვა ობიექტებთან შესახვედრად, რომელიც დაახლოებით 2020 წლისათვის მოხდება. პლანეტოლოგები აქტიურად არჩევენ პოტენციურ მიზნებს.

ჯერ-ჯერობით კი შემდეგი მიზანია ნეპტუნის ორბიტა, რომელსაც აპარატი 2014 წლის 25 აგვისტოს გადაკვეთს — 25 წლის შემდეგ რაც “Voyager 2“-ი პირველად მიუახლოვდა ამ გიგანტურ პლანეტას.

გამოყენებულია Universe Today-ის და NASA-ის მასალები.