ავსტრალიაში ნამდვილი ავტომობილი და 3D–გრაფიკა შეუხამეს ერთმანეთს ისე, რომ მომხმარებელს ქალაქში ან ავტოსტრადაზე მოძრაობის ილუზია ექმნება. რატომ? ეხლავე გავიგებთ.

ინტერაქტიული სისტემა TS8000, რომელიც კომპანია TAG Systems–მა შექმნა, წარმოადგენს 8×8×5 მეტრიან სივრცეს. მის ცენტრალირ ნაწილში მოთავსებულია პლატფორმა, სადაც დამაგრებულია ავტომობილი ისე, რომ მის საბურავებს შეეძლოს ბრუნვა.

სპეციალური ოთახის კედლებზე განლაგებულია 4 მეტრის სიგანის ეკრანები,რომლებიც მძღოლს 200–გრადუსიანი ხედვის საშუალებას აძლევენ. სურათი არ განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ შევეჩვიეთ კომპიუტერული სიმულატორებისგან: ქალაქის ქუჩები და სპორტული სტრადები დღისა და ღამის პერიოდში სხვადასხვა ამინდის პირობებში.

მძღოლი ასრულებს იგივე მოქედებასა და მანევრებს, რომლებსაც ის ნამდვილ გზაზე შეასრულებდა, თუმცა გასაგებია, მანქანა დგას ადგილზე. მის მოქმედებას აფიქსირებენ სენსორები და ამის შესაბამისად იცვლება გამოსახულება ეკრანებზე: საჭის მოხვევის შესაბამისად ტრიალებს პლატფორმა (თუმცა, ჯერჯერობით ისე სწრაფად არა, როგორ მწარმოებლებს სურთ). გათვალისწინებულია ძრავის გამაგრილებელი მექანიზმი და გამონაბოლქვის მშთანთქველი სისტემა, ხოლო მთავარი ეკრანი აკონტროლებს სიჩქარესა და სხვა მაჩვენებლებს ვირტუალური მოგზაურობის დროს.

სისტემა TS8000, რომელიც ხუთი სტანდარტული კომპიუტერით იმართება, განკუთვნილია მსუბუქი ავტომობილებისთვის ( მაქსიმალური წონა: 4 500 კგ, ძრავის სიმძლავრე: 1 200 ცხენის ძალა). მისი გამოყენებით ადვილად შესაძლებელია ავტომობილის მართვის სწავლადა და ავტო–რბოლითა და სთრით–რეისინგით გართობა — აბსოლიტურად უსაბრთხოა თქვენთვის და გარშემო მყოფთათვის!

TAG Systems–მა ასევე შექმა მეორე მოდელიც — TS4000, რომელიც სატვირთო კონტეინერს შეესაბამება. სიმულატორის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=Q1WKdPF-gHY

წყარო: Wired UK